მომღერალ მარიამ როინიშვილზე ვერასდროს ვიტყოდით, რომ მსუქანია, მაგრამ მომღერალმა გადაწყვიტა, დიეტოლოგ ნატა გაგუას რჩევებით დაეკლო წონაში და სასურველ შედეგსაც მიაღწია.
- მარიამ, გავიგეთ, რომ ნატა გაგუას დიეტით გახდი. შეგიძლია გაგვიმხილო წონაში დაკლების საიდუმლო?
- წონაში დაკლება ინდივიდუალურია. შემიძლია ვთქვა, რომ დღეში ოთხჯერ ვიკვებები. ადრე ვწონიდი, რასაც ვჭამდი. ახლა აღარც ვწონი, რადგან უკვე თვალით ვხვდები, რა რამდენია... ჩემთვის საკმაოდ ადვილი გასაკეთებელი აღმოჩნდა ეს დიეტა და უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს დიეტოლოგს. მას მადლობას ვუხდი იმ ადამიანების სახელითაც, რომლებსაც მართლაც რომ ცხოვრება გაუხალისა...
- როგორია შენი დღის რაციონი?
- რძის ნაწარმი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული... ყველაფერი დოზირებულად, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ის დიეტა არაა, რომელიც მშიერს დაგტოვებს...
- რამეზე უარი თქვი? არის ისეთი რამ, რასაც საერთოდ არ ჭამ?
- კი, მაგალითად, კარტოფილი, რომელიც ძალიან მიყვარს... და არის რაღაცები, რაც არ შეიძლება მისი კალორიულობის გამო... მაგრამ იმდენად მრავალფეროვანია ჩემი თუნდაც ერთკვირიანი დიეტა, რომ საერთოდ არ მახსენდება ის აკრძალული საკვები.
- დღის განმავლობაში რამდენი კალორია უნდა მიიღო?
სრულად იხილეთ: reitingi.ge