1. შეაქე საკუთარი თავი ნებისმიერი კარგი საქმისთვის. აქციე ჩვევად, აკეთო ეს ყოველდღიურად. სამი დღის შემდეგ შენი განწყობა მშვიდი და ბევრად პოზიტიური იქნება და საკუთარი თავის მიმართაც მეტი სიმპათიითა და პატივისცემით განეწყობი.
2. უთხარი კომპლიმენტები ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ნუ მოერიდები ზედმეტ შექებას, ჩვენ ხომ ასე გვაკლია ყურადღება და კეთილი სიტყვები! ექიმები ამტკიცებენ, რომ თბილ სიტყვებს შეუძლია გამოაჯანმრთელოს ადამიანი.
3. უთხარი მადლობა ღმერთს კარგი დღისთვის. ეს რიტუალი ჩვენი წინაპრებისთვის ერთგვარი კანონი იყო.
4. გაიღიმე დილით გაღვიძებისთანავე. არაჩვეულებრივი ტექნიკაა, რომელიც დილიდანვე ოპტიმიზმით გვავსებს.
5. იფიქრე სასიამოვნოზე ჭამის დროს. ეს წესი განსაკუთრებით იმათ ეხება, ვისაც სამუშაო მაგიდასთან, კომპიუტერთან მიშტერებულს უყვარს ჭამა. მავნებელია სწრაფი ტემპით ჭამა და ამ დროს სამუშაო პრობლემებზე ფიქრი.
6. მედიტაცია. ძალიან სასარგებლო რიტუალია! გამოჰყავი ყოველდღიურად ნახევარი საათი, შეიკეტე ოთახში და დახატე შენს გონებაში სასიამოვნო სურათები (ზღვა, მთები, საყვარელი ადამიანები).
7. დილით სახლიდან გასვლის წინ ჩაეხუტე ოჯახის წევრებს. ასე შენი საყვარელი ადამიანები სითბოთი, სიყვარულით და ზრუნვით აივსებიან და მთელ დღეს გაჰყვებათ ეს გრძნობა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის მოფერება – ეს პატარას სამყაროსა და ადამიანებისადმი ნდობას გაუღვივებს.
8. ეძებე პოზიტივი ყველაფერში. თუნდაც არასასიამოვნო მოხდეს რამე, მაგალითად, მოიტეხო ფეხსაცმლის ქუსლი – სამაგიეროდ, მიზეზი გაქვს, იყიდო ახალი. არ დაგაწინაურეს – სამაგიეროდ, სამუშაო და პასუხისმგებლობა გექნება ნაკლები.
9. საღამოს, შხაპის მიღებისას წარმოიდგინე, რომ ყველაფერი ცუდი წყალთან ერთად მიდის. შხაპი – ეს ერთგვარი განწმენდაა.
10. ვახშმობისას ისაუბრე ოჯახის წევრებთან. დამღლელი დღის შემდეგ საყვარელ ადამიანებთან საუბარი და იმის მოყოლა, რა გადაგხდა მთელი დღის განმავლობაში, გაგათავისუფლებს დაღლილობისგან და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნის ძილის წინ.