შესაძლოა, ამას ვერც ამჩნევდე, რომ გარშემომყოფები შეშფოთებით გიყურებენ. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან უმეტესობას აკმაყოფილებ, ესე იგი, შენ სწორედ ის ქალი ხარ, რომელსაც საზოგადოება უფრთხის.
1. შენ ყველაფერზე საკუთარი აზრი გაქვს, რომელსაც თამამად უცხადებ გარშემომყოფებს.
2. შენ ლაპარაკობ იმას, რასაც ფიქრობ.. და ყოველთვის ფიქრობ იქამდე, სანამ რამეს იტყოდე – სისულელეა ის მოსაზრება, თითქოს ქალები პლანეტა ვენერადან იყვნენ, ხოლო კაცები – მარსიდან.
3. შენ ყოველთვის გაქვს დამატებითი, დამაჯერებელი არგუმენტი კამათის დასასრულებლად.
4. შენ ირგვლივ მყოფი ადამიანები ყოველთვის თავის სიმაღლეზე უნდა იდგნენ, პასუხობდნენ შენს მოთხოვნებს. სხვაგვარად ისინი რისკავენ, დაგკარგონ.
5. შენი პარტნიორი უნდა შეესაბამებოდეს ყველა შენს წარმოდგენას იდეალზე, მათ შორის – უნდა იყოს რომანტიკული.
6. გირჩევნია მარცხი განიცადო, ვიდრე მიაღწიო მიზანს, რომლისკენაც ნამდვილად ისწრაფვი, ვიდრე გაიმარჯვო მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს ასიამოვნო.
7. ვერ იტან დრამებსა და უსიამოვნებებს, მაგრამ ყოველთვის დაიცავ საკუთარ თავს, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.
8. ყველაფერი შენი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს – ასე ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს.
9. შენი უპირატესობები ყოველთვის სავსეა ღრმა შინაარსით. დახვეწილი გემოვნება – შენი ერთგული თანამგზავრია.
10. კოკო შანელი, მაია ენჯელოუ და დედოფალი ვიქტორია – შენთვის უშრეტი ენერგიის წყაროს მაგალითებია.
11. შენი აზრით, ადამიანები, რომლებსაც სურთ იყვნენ "როგორც ყველა" – ამორფული ქმნილებები არიან, რომელთაც ამბიციები არ აქვთ.
12. არასოდეს ერიდები უფროსთან კამათს დაწინაურებაზე, შენი ძალისხმევა და შრომა ხომ უნდა იყოს დაფასებული.
13. თუ რაიმეს გაკეთება გადაწყვიტე, მიუხედავად ყველაფრისა, მიაღწევ მიზანს.
14. არ გეშინია მარტოობის, შენ ხომ არ გინდა იყო ნებისმიერთან.
15. ურთიერთობაში ითხოვ იმას, რაც გჭირდება. შენი მხრიდან კი მზად ხარ, წახვიდე კომპრომისზე, თუმცა არა ყველაფერში.
16. უპასუხისმგებლო ადამიანებს აიძულებ, ინანონ თავიანთი დაუფიქრებელი სიტყვები და საქციელი.
17. საუკეთესო შურისძიება შენთვის – წარმატებაა. ამიტომაც შეგნებულად არასოდეს ებრძვი არავის.
18. ყოველთვის პატიობ მტრებს, მაგრამ "არასოდეს ივიწყებ მათ სახელებს".
19. არასოდეს ითხოვ პატიებას ცრემლებისთვის ან იმისთვის, რომ ცრემლი აღარ გაქვს.
20. საუკეთესოდ იცი შენი ძლიერი მხარეების შესახებ, ხოლო სისუსტე – მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა.
21. საკუთარ თავში დარწმუნებული აშფოთებ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს.
22. ალერგია გაქვს ადამიანების სისულელესა და სიშტერეზე და ვერასოდეს ჩუმდები ამის შესახებ.
23. საკუთარ თავს მებრძოლად არ თვლი, მაგრამ სინამდვილეში იბრძვი იმისთვის, რაც გსურს და გიყვარს.
24. არ განაღვლებს იარლიყი – "რთული ადამიანი". კარგად გესმის, რომ ეს არის იმ თანამედროვე საზოგადოების გადმონაშთი, რომელიც ჩასაფრებულია ქალების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საზოგადოდ მიღებულ აზრს თითქმის ყველაფერში.
25. ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოპრანჭვა – შენი ყოველდღიური ჩვევაა.