ალბათ, ნებისმიერი ქალისთვის წარმოადგენს საუკეთესო თერაპიას "შოპინგის" პროცესი და მაღაზიებში სიარული.
თუმცა, ზოგიერთები თუ ამ ყველაფრის ზომიერების ფარგლებში მოქცევას ახერხებენ, არსებობს ქალების კატეგორია, ვისაც ე.წ. შოპოჰოლიკობისკენ გააჩნია მიდრეკილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათში "ყიდვის მანია" იმდენად ძლიერია, მთავარია, იყიდონ და რას იყიდიან ან რამდენს, მით უმეტეს, გამოიყენებენ თუ არა სამომავლოდ საერთოდ ამ შენაძენს, აბსოლუტურად სულერთი ხდება.
ამგვარი მიდრეკილებები ქალებში, შეგვიძლია მამაკაცებისთვის დამახასიათებელ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებასაც კი შევადაროთ. ეს ყველაფერი საოცრად ჩამთრევი თამაშია, რაც საბოლოოდ საკუთარი ან ქმრის (პარტნიორის) საფულის გამოცარიელებას იწვევს. შედეგად კი კონფლიქტი პირადში გარდაუვალია.
ასტროლოგების აზრით, არსებობენ ქალები, რომელთაც ყველაზე მეტად აქვთ ხასიათში გამოვლენილი ე.წ. შოპოჰოლიკის სინდრომი და მამაკაცებს ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ...
ტყუპი - საოცარი ოსტატობით ხარჯავს ფინანსებს, როგორც საკუთარს, ისე სხვისას. მისთვის "ჩემი-შენის" პრინციპი, ფაქტობრივად, არც არსებობს პარტნიორულ ურთიერთობაში. შესაბამისად, თუკი ქმრის ფინანსებთან ხელი მიუწვდება, სიამოვნებით "გაანიავებს" მას, ოღონდ არც მეუღლის გახარება დაავიწყდება სიურპრიზებითა და საჩუქრებით.
ფულის ხარჯვა, ძირითადად, სამოსში, აქსესუარებსა და "ფასთ-ფუდის" ტიპის დაწესებულებებში ეხალისება მეგობრებთან ერთად. სამაგიეროდ, დღეს თუ თქვენი "გაბანკროტების" მიზეზია, ხვალ თავად შეუძლია გულუხვად გიწილადოთ საკუთარი ფინანსები. ასე რომ, მამაკაცებო, თუკი ამ ქალთან ფულთან დაკავშირებულ პრობლემებზე აპირებთ კამათს, სასურველია, არ იჩქაროთ. საჭიროების შემთხვევაში თავადაც დაუნანებლად დაგეხმარებათ მატერიალურად.
ლომი - მას მიაჩნია, რომ ფული, განსაკუთრებით, ის ფული, რომელსაც მისი მეუღლე (პარტნიორი მამაკაცი) გამოიმუშავებს, დიახაც, რომ მისი ფუფუნების და თავის მოვლის საგნებზე უნდა დაიხარჯოს - იგი ხომ დედოფალია! ჰოდა, მამაკაცს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია დედოფლის ღირსეულ პარტნიორობაზე, ამ "ცისფერსისხლიანის" ღირსეულად შენახვაც უნდა შეეძლოს შესაბამისად.
ამიტომ იმის გამორკვევა, თუ სად გაქრა სრულად თანხა თქვენი საბანკო ანგარიშიდან, იმ შემთხვევაში, თუ მასზე წვდომის საშუალებას ლომ ქალს აძლევთ, აბსოლუტურად უადგილო და უხერხულია. ქალი ლომი მამაკაცში ყველაზე მეტად ვერ იტანს მეწვრილმანე ბუნებას და სიძუნწეს. შესაბამისად, თუ თქვენი აღშფოთება ხმამაღალი და ხშირი იქნება იმის გამო, რომ იგი თქვენს ფინანსებს უთავბოლოდ ანიავებს, საბოლოო ჯამში სხვა, უფრო "ღირსეულ სპონსორზე" აღმოჩნდებით გაცვლილი და ეს არ უნდა გაგიკვირდეთ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge