დაგჭირდებათ: 1 ჩაის კოვზი გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი.
1 ჩ/კ ბრინჯის ფქვილი.
1 ჩ/კ თაფლი.
2 ჩ/კ დაქუცმაცებული ზღვის წყალმცენარეები (ის, რასაც როლისა და სუშისთვის ვიყენებთ).
1/2 ჩ/კ ზღვის მარილი.
1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი.
მოსადუღებელი მწვანე ჩაი.
მარილი კარგად გახსენით ზეთში, დაუმატეთ ჯანჯაფილი და ყველა ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტი. ყველაფერი დააბლენდერეთ. ერთგვაროვანი, ფაფისებრი მასა უნდა მიიღოთ. შემდეგ მოდუღებული ჩაის ნაყენში გახსენით, ისე, რომ ადვილად წაისვათ ყელზე, სახესა და დეკოლტეს ზონაზე (ჯანჯაფილისა და მარილის გარეშე, ეს ნიღაბი შეგიძლიათ თვალების გარშემოც წაისვათ).
გაიჩერეთ 20-30 წუთი და ჯერ თითების წრიული მოძრაობებით ჩამოიშორეთ, შემდეგ დარჩენილი მასა თეთრი ხელსახოცით მოიშორეთ და საბოლოოდ, სახე თბილი წყლით დაიბანეთ. თუ საჭიროდ ჩათვლით, კანზე შეგიძლიათ დამატენიანებელი გელი ან კრემი წაისვათ.
10-12 კვირის მანძილზე იაპონური ლიფტინ-ნიღაბი 3-5 დღეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. მწვანე ჩაის დამატების გარეშე გამზადებული მასა შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ.