ნებისმიერ ჩვენგანს გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მიდრეკილებები და მოთხოვნები კვების საკითხში.
ზოგს თუ ცხარე და მჟავე უყვარს, ზოგიც ტკბილეულსა და სასუსნავებზე გიჟდება. ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც ანსხვავებენ იმას, თუ კონკრეტულად რა სახის მენიუ შეიძლება შესთავაზოთ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელს, თუკი ეს უკანასკნელი სტუმრად მოიპატიჟეთ და მისი გასტრონომიული მიდრეკილებების შესახებ ჯერ არაფერი იცით...
თუ თქვენი სტუმარი ვერძია, უნდა იცოდეთ, რომ მას მარტივი და გემრიელი საკვები უყვარს. გაუმასპინძლდით შემწვარი კარტოფილით, გემრიელი სენდვიჩით ან ჰამბურგერით.
კუროს სტუმრობა ცოტა ძვირი დაგიჯდებათ, იმიტომ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი აღმერთებს ხორციან კერძებს – იდეალურია ბიფშტექსი გარნირით, ხბოს ხორცის ჩაშუშული ან სულაც მამაპაპური მწვადი წალამზე.
ტყუპის მასპინძლობა მარტივი საქმეა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მოსწონთ სალათები, მსუბუქი ცივი კერძები, მიწის თხილი და ჩირეული.
კირჩხიბი უდავოდ გურმანია. ამასთან ერთად, თქვენი სტუმარი ნახევარფაბრიკატით გამასპინძლებას, მერწმუნეთ, დიდ ნაკლად ჩაგითვლით. მიართვით მას ოჯახში მომზადებული სადილი. საუკეთესოა ამ მხრივ ხინკალი, ქაბაბი ან სულაც არომატული წვნიანი.
ლომს პომპეზურობა სჭრის თვალს. ამიტომ სტუმრად მოსული ლომი საკვების გემოსა და რაოდენობაზე მეტად მისი გაფორმებით და სუფრის სერვირებით მოიხიბლება. აუცილებლად იქონიეთ ლომის სტუმრობისას ლორი, შებოლილი ძეხვი ან კანჭი, რომელსაც ძვირფას ღვინოს შეუხამებთ.
ქალწულების უმეტესობა ჯანსაღი კვების მომხრეა და დასანახად ვერ იტანს "უცნობ" ან ეგზოტიკურ საკვებს. შესაბამისად, სტუმარი ქალწულის გასაოცებლად კულინარიული შედევრების შექმნას ნუ შეეცდებით. დაპატიჟეთ იგი ბროკოლის კრემ-სუპზე, მოხარშულ ორაგულზე ან სულაც მწვანე სალათაზე. სტუმარი კმაყოფილი დაგრჩებათ.
სასწორის სისუსტე ტკბილეულია. ამიტომ სტუმრად მოსულ სასწორს თავისუფლად შეგიძლიათ ტკბილი ფლავით ან გემრიელი, შინაური კექსით გაუმასპინძლდეთ. იგი დიდი სიამოვნებით დაგეწვევათ ასევე ნაყინზე ან ცხელ შოკოლადზე.
იხილეთ სრულად: astrologi.ge