საყოფაცხოვრებო ქიმია ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქციის უდიდესი ნაწილი ტოქსიკურია და ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნე ნივთიერებებს შეიცავს.
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების თანახმად, დამტკიცებულია, რომ ხელისა და ტანის დასაბანი, ჭურჭლის და თეთრეულის სარეცხი სინთეტიკური საშუალებები შეიცავს ნავთობქიმიურ პროდუქტებს, ფერმენტებს, ფოსფატებს, კონსერვანტებსა და ოპტიკურ მათეთრებლებს, რომლებიც უკიდურესად მავნებელი არის ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მავნე საყოფაცხოვრებო ქიმიის შეძენა, ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტზე წარწერას. თუ ეტიკეტზე დატანებულია ნიშანი ,,ფრთხილად, ცეცხლსაშიშია!" ან "არ გამოიყენოთ ხელთათმანების გარეშე" - ეს პირდაპირ იმის მანიშნებელია, რომ კონკრეტული პროდუქტი მომწამლავია.
რა სახის პროდუქცია შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი ორგანიზმი არ იყოს გაჯერებული ქიმიური, მომწამლავი საშუალებებით? - გერმანული კომპანია "’Sonett OHG" მომხმარებლებს 100%-ით ნატურალურ-ორგანული კომპონენტებისგან დამზადებულ საშუალებებს სთავაზობს.
კომპანია "Sonett"-მა საქმიანობა 1977 წელს, გერმანიაში დაიწყო და დღეს უკვე ცნობილია მსოფლიოში, როგორც ბუნებრივ-ნატურალური სარეცხი საშუალებების წამყვანი მწარმოებელი.
2014 წლიდან "Sonett"-ის პროდუქცია გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე.
სარეცხი და საწმენდი საშუალებები ზეითუნის, ქოქოსის, შიის, ზეთისხილის ნატურალურ ეთერზეთებზეა დამზადებული. ნედლეული მოყვანილია ქიმიური სასუქი პესტიციდების, ნავთობქიმიური ნივთიერებების და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე.
"Sonett"-ის საშუალებები არ შეიცავს ენზემებს, ფოსფატს, ოპტიკურ მათეთრებლებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებსა და ცხოველურ ცხიმებს. რაც ყველაზე მთავარია, არ იწვევს ალერგიას და ადვილად ირეცხება წყლით.
მისი ყველა საშუალება სრულიად უსაფრთხო არის ადამიანებისათვის, 100%-ით ბუნებრივ, მცენარეულ კომპონენტებზეა დამზადებული და წარმოადგენს ეკოლოგიურად უმაღლეს ხარისხს.
ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ადამიანებისათვის, რომელთაც აწუხებთ ალერგია, ასთმა ან კანის დაავადებები, "Sonett"-მა შექმნა სპეციალური სერია "Neutral" (ნეიტრალური).
გამომდინარე იქიდან, რომ ამ კატეგორიის ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან სხვადასხვა საწმენდი საშუალებისადმი, "Sonett"-ის "ნეიტრალური" სერიის კომპონენტები არ შეიცავს ალერგიის ან დერმატიტის გამომწვევ წყაროს.
"Sonett"-ის ყველა სარეცხი საშუალება ე.წ. ცოცხალი წყლისაგან არის დამზადებული, რომელმაც სპეციალური პროცედურა გაიარა სტრუქტურის აღსადგენად.
ტრადიციულ სარეცხ საშუალებებში სარეცხი ფხვნილი, დამარბილებელი და მათეთრებელი გაერთიანებულია ერთ კომპონენტად. "Sonett"-ის შემთხვევაში ეს კომპონენტები განცალკევებულია და თითოეული კომპონენტი შეგვიძლია გამოვიყენოთ იდეალურ პროპორციაში, დაბინძურებისა და წყლის სიხისტის შესაბამისად, რაც წარმოადგენს უფრო ეკოლოგიურ და ეკონომიურ რეცხვის პროცესს.
"Sonett"-ის საშუალებები აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა მათი შემთხვევით შესუნთქვა, ჭურჭლიდან ბოლომდე ჩამოურეცხავი საშუალების ნარჩენების პირში მოხვედრა ან ცუდად გავლებულ თეთრეულთან კანის კონტაქტი.
უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ "Sonett"-ის საშუალებები ძალიან ეკონომიურია: "Sonett"-ის 1.2 კილოგრამი სარეცხი ფხვნილი 21 რეცხვისათვის გამოიყენება, მაშინ, როცა იმავე რაოდენობის ჩვეულებრივი ფხვნილის შეფუთვა გაცილებით ნაკლები რეცხვისთვისაა საკმარისი. გამომდინარე აქედან, "Sonett"-ი ამ მხრივაც მოსახერხებელი და უნიკალურია.
რაც მთავარია, ყველა სარეცხი და საწმენდი საშუალება Eco Garantie, Eco Control, Vegan სერთიფიკატის მფლობელია. სერთიფიკატების განახლება ხდება ყოველწლიურად, შემადგენლობის მკაცრი შემოწმების შემდეგ.
საქართველოში "Sonett"-ის პროდუქციის შეძენა ჰიპერმარკეტ Goodwill-ის ქსელში არის შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.sonett.ge/
R