შეუძლიათ თუ არა, პროდუქტებს მკერდის ზომა შეცვალონ? თანამედროვე მედიცინა ამ კითხვას დადებითად პასუხობს - დიახ, შესაძლებელია, მკერდი ოპერაციების გარეშე გაიდიდოთ.
პატარა მკერდი თუ გაქვთ, ამის მთავარი მიზეზი ჰორმონ ესტროგენის ნაკლებობაა. ქალის სხეულის ფორმებს სწორედ ეს ჰორმონი განსაზღვრავს.
გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც მკერდის ფორმას საგრძნობლად შეგიცვლით.
მიირთვით კამა. ამ მცენარემ უკვე დიდი ხანია, დაიმკვიდრა ქალისთვის ესტროგენის მიმწოდებლის სახელი. კამა მეძუძური დედის ჩაის რაციონში ხშირად შეაქვთ.
დალიეთ ნატურალური ლუდი. უკვე დიდი ხანია, მიჩნეულია, რომ ლუდი მკერდის ზომას ცვლის. სასურველია, ახლად მოდუღებული ლუდი თვეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში დალიოთ.
საკვებ რაციონში შეიტანეთ სოიო და ბარდა. ეს მარცვლეული ყველასთვის ხელმისაწვდომია და საკმაოდ გემრიელია. ამიტომ შეგიძლიათ თამამად მიირთვათ და სასურველ შედეგს დაელოდოთ.
იხილეთ სრულად: reitingi.ge