დასავლელი კოსმეტოლოგები ხურმას გეიშების სილამაზის საიდუმლოს უწოდებენ.
იაპონელმა ლამაზმანებმა დიდი ხანია დააფასეს ამ ნარინჯისფერი ნაყოფის სიკეთე და კოსმეტოლოგიური თვისებები. ხურმა, გარდა იმისა, რომ გემრიელია, შინაურ კოსმეტოლოგიაში აქტიურად გამოიყენება. მისგან ნებისმიერი ტიპის კანისთვის შეიძლება ნიღბის მომზადება. შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ რეცეპტს.
დამარბილებელი ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის
გაფცქვენით ერთი საშუალო ზომის ხურმა და მოამზადეთ ფაფა. დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ბრინჯის ფქვილი და აურიეთ. წაისვით სახესა და დეკოლტეს მიდამოზე, 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მოდუნებული კანისთვის
ერთი ხურმის პიურეს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
იხილეთ სრულად: mkurnali.ge