"ამალია ჯიბლაძის სახელი და გვარი "რუსთვი 2"-ის მაყურებელმა უკვე კარგად იცის.
"ნიჭიერის" გუშინდელი გადაცემის ფინალი ემოციური აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ბაფთებს ვაკეთებ და ბაზრობაზე ვაბარებო, თქვა სიუჟეტში ქალბატონმა. მან ნამდვილად ფურორი მოახდინა სცენაზე.
ჟიური და მაყურებელი გაოგნებული შეჰყურებდა ქალბატონს, რომელმაც გასაოცარი ხმა ამოუშვა ყელიდან.
სუფთა ნოტები, ძლიერი ემოცია და დახვეწილი მუსიკალური გემოვნება იღვრებოდა სცენაზე. მაყურებელი ტიროდა, ცრემლებს იწმენდდა ია ფარულავაც.
ჩვენ გუშინდელი გადაცემის გმირს დავუკავშირდით.
- ამალია, პირველი რიგში, მიიღეთ ჩემი გულწრფელი აპლოდისმენტები გუშინდელი ნომრისთვის. საოცარი გამოსვლა გქონდათ...
- დიდი მადლობა, მაგრამ ეს დიდწილად "რუსთავი 2"-ის დამსახურებაა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge