ალბათ არაერთი ქალი დამდგარა ფაქტის წინაშე, როცა ერთი შეხედვით უღრუბლოდ და პერსპექტიულად დაწყებული რომანის, ქორწინებით დასრულების შემდეგ რეალობა სრულებითაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც მას მომავალი მეუღლე მონდომებით ჰპირდებოდა და უხატავდა.
თქმა არ უნდა, ყველანი ადამიანები ვართ და ზოგჯერ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ჩვენი დანაპირების სისრულეში მოსაყვანად გარემოებებმაც შეგვიშალოს ხელი, მაგრამ თუკი მომავალი მეუღლის ზოდიაქოს ნიშნის მთავარ მახასიათებლებს კარგად შეისწავლით მერწმუნეთ, ზუსტად იმის მოლოდინი გექნებათ რაც რალურად გელოდებათ... შესაბამისად, სამომავლო კონფლიქტებისგანაც მაქსიმალურად იქნებით დაზღვეული.
მაშ ასე, თუკი თქვენი "პოტენციური" მეუღლე ცეცხლის ნიშანია – ანუ ლომი, ვერძი, მშვილდოსანი უნდა იცოდეთ, რომ ცეცხლის სტიქიის მამრებს იმპულსურობა ახასიათებთ.
შესაბამისად, ემოციებში მყოფი დიდი ალბათობით ნებისმიერი სურვილის ასრულებას დაგპირდებათ. ამასთან ერთად, იმ მომენტში მას თავადვე გულწრფელად სჯერა, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც აღგითქვათ.
თუმცა, სამომავლოდ თუ მან დანაპირები ვერ შეასრულა, ნუ წამოაძახებთ – დიდი შანსია, რომ ამის გამო მისი მხრიდან მძაფრი კონფლიქტის პროვოცირების ალბათობა მიიღოთ შედეგად. ცეცხლის სტიქიის მამრები უზომოდ თავმოყვარეები და ამაყები არიან. ამიტომ უნდა გახსოვდეთ – თუკი იგი თქვენ დედოფალივით ცხოვრებას დაგპირდათ და მიზეზთა და მიზეზთა გამო ვერ ახერხებს საკუთარი დანაპირების შესრულებას, ცინიზმითა და ნიშნის მოგებით საუბრის ნაცვლად დაანახვეთ, როგორ გულწრფელად გიყვართ იგი მიუხედავად ყველაფერისა.
ასე თქვენს მეუღლეში სტიმულსა და მომავლის რწმენას გააღვივებთ. რის ხარჯზეც სავსებით შესაძლებელია მან მართლაც შეძლოს შეუძლებელი და ყველა ოცნება ერთად აგისრულოთ.
თუკი პოტენციური საქმრო მიწის სტიქიის ნიშანს განეკუთვნება – კურო, ქალწული, თხის რქა... თავიდან შესაძლოა არც კი მოისურვოთ ცხოვრების ასეთ "ძუნწ" კაცთან დაკავშირება.
ხშირ შემთხვევაში მიწის სტიქიის მამრები საკუთარ დაპირებებში და სამომავლო გეგმების გაჟღერების საკითხში ერთობ ფრთხილები და წინდახედულები არიან. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ სურთ სამომავლოდ გაუთვალისწინებელ პრობლემებთან შეჯახება. შესაბამისად, თუკი თქვენი მიწის სტიქიის თაყვანისმცემელი მამრი ხელის თხოვნას აგვიანებს (თუმცა იცით, რომ გრძნობა გააჩნია) სავარაუდოდ, ფინანსური მხარის უფრო მოძლიერებაზე ზრუნავს, ამიტომაც იკავებს თავს სერიოზული ნაბიჯის გადადგმისგან.
სამაგიეროდ, თუკი ასეთი მამაკაცის მეუღლეობას დათანხმდებით, იგი იმაზე უკეთეს საცხოვრებელ პირობებს შეგიქმნით, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. ამ ტიპის მამაკაცებს არ უყვართ ფუჭი დაპირებები, მათი დევიზია "საქმე, ლაპარაკის ნაცვლად".
იხილეთ სრულად: astrologi.ge