28 ოქტომბერს ჯულია რობერტსს 47 წელი შეუსრულდა. ასაკის მიუხედავად, მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურება.
რაშია მისი სილამაზისა და მოხდენილობის საიდუმლო?
თავად ჯულია ამბობს, რომ არანაირ სპეციალურ საშუალებას არ მიმართავს იმისათვის, რომ მოხდენილი იყოს. მისი აზრით, დიეტები ძალიან მოსაწყენი და უინტერესოა.
მსახიობი არასოდეს უჩიოდა ზედმეტ წონას, მაგრამ ამას პირად მიღწევად არ თვლის.
ჯულიას თქმით, მთელი კარიერის მანძილზე მისი წონის მატება-კლება 2-5 კგ-ს შორის მერყეობდა, გარდა იმ პერიოდისა, როცა ის ფეხმძიმედ იყო (მსახიობს 3 შვილი ჰყავს).
ჯულია ხშირად ამბობს, რომ იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს მსოფლიო დაანებებს თავს ქალის წონის ნორმების დადგენას. მისი აზრით, მთავარია, კულტად გექცეს ცხოვრების ჯანსაღი წესი და ის, რომ იყო ბედნიერი და არა - შექმნა შაბლონი, რომელსაც თითქოსდა უნდა ჰგავდეს იდეალური ქალი.
მსახიობი სულაც არ ნანობს, რომ მოიმატა 5 კგ ფილმის "ჭამე, ილოცე, შეიყვარეს" გადაღებებისთვის. იმ დროისთვის, სანამ ერთ დუბლს გადაიღებდნენ, ჯულია ასწრებდა, ეჭამა მთელი პიცა და ერთი დიდი თეფში პასტა – და ეს მას ძალიან მოსწონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯულია რობერტსი არ მიმართავს წონაში დასაკლებ სპეციალურ დიეტებს, ზრუნავს სახის კანზე: ორაგული სახის კანის უოპერაციო ლიფტინგია – აცხადებს მსახიობი.
ცნობილმა დიეტოლოგმა ნიკოლას პერიკონემ სპეციალურად მსახიობისთვის შეიმუშავა დიეტა "სახის კანის ლიფტინგი". დიეტის ძირითადი ინგრედიენტი – ორაგულია, რომელიც შედის საუზმეში, სადილსა და ვახშამშიც.
ექიმი პერიკონე ამტკიცებს, რომ ორაგული ხელს უწყობს წონაში კლებას, აუმჯობესებს სახის კანის ელასტიკურობას და ასწორებს ნაოჭებს. მაგრამ მეტი ეფექტურობისთვის რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი და ტკბილი საკვები.
დიეტის ხანგრძლივობა 4-7 დღეა.
- საუზმე: 350 მლ მინერალური წყალი ჭამის წინ, 1/2 თეფში წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, 100 გრ მოხარშული ორაგული, 1 ცალი მწვანე ვაშლი.
- სადილი: 350 მლ მინერალური წყალი ჭამამდე, 250 გრ დაკონსერვებული ან შებოლილი ორაგული, რამდენიმე ფურცელი მწვანე სალათის ფურცელი, რომელიც შეზავებული იქნება ზეითუნის ზეთითა და ლიმონის წვენით.
- სამხარი: 350 მლ მინერალური წყალი ჭამამდე, 4 ცალი თხილი, 50 გრ მოხარშული ხორცი, 1/2 ვაშლი.
- ვახშამი: 350 მლ მინერალური წყალი ჭამამდე, 250 გრ დაკონსერვებული ან შებოლილი ორაგული, მწვანე სალათის ფურცლები.