ეს კარდიოდატვირთვის პროგრამა არ საჭიროებს დამატებით სატრენაჟორო მოწყობილობებს და ძალოსნურ დატვირთვებს. კომპლექსი 9 ვარჯიშისგან შედგება და თითოეული მათგანი მხოლოდ 1 წუთი კეთდება. მათ შესასრულებლად საკმარისია გქონდეთ თავისუფალი სივრცე, დაახლოებით მეტრი მეტრზე.
1. დაიწყეთ ვარჯიში სირბილით. ირბინეთ ერთი წუთი ადგილზე ისე, რომ რაც შეიძლება მაღლა ატყორცნოთ მუხლები.
2. დაეყრდენით იდაყვებით იატაკს. ხტუნვით გაშალეთ და შეატყუპეთ ფეხები.
3. იხტუნეთ ბაყაყივით.
4. გააკეთეთ ნაბიჯი წინ და ახტით რაც შეიძლება მაღლა, ცვალეთ ფეხები.
5. ადგილზე ხტუნვისას განზე გაშალეთ ხელები და ფეხები.
6. გადადით ერთი ფეხიდან მეორეზე და ხელებით შეეცადეთ, მიწვდეთ იატაკს, მარჯვენა ხელით მარცხენა ფეხისკენ და პირიქით.
7. გააკეთეთ სახტუნაოთი ხტუნვის იმიტაცია.
8. გადაიტანეთ სხეულის წონა ხელებზე და გადახტით ფეხებით აქეთ-იქით.
9. დაასრულეთ ვარჯიშები – აღადგინეთ სუნთქვა და ამასთან, გააკეთეთ ფეხების გაწელვები.
გააკეთეთ ეს 9-წუთიანი ვარჯიში ყოველდღე და შედეგი არ დააყოვნებს!