დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინი ბადურაშვილი და თამრიკო ჭოხონელიძე ბერა ივანიშვილის ნათლიები არიან.
ეს ამბავი ბევრს გაუკვირდა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ბერას ნათლია ქალბატონი თამრიკო გახლდათ. გავრცელებული ინფორმაცია თავად ნინი ბადურაშვილთან გადავამოწმეთ.
- ბერას ვიცნობ, მაგრამ მისი ნათლია ვერანაირად ვერ ვიქნები, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის ახლობელი არაა. თამრიკოა ჩემი ნათლია. შეიძლება, ვიღაცას რაღაც აერია. არ ვარ ბერას ნათლია და რა გავაკეთო?
შევეცადეთ, გაგვერკვია, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ინტერნეტსაიტმა ტელეკომპანია ''ტაბულაში'' სტუმრად მყოფი თამრიკო ჭოხონელიძის ვიდეოდან მოკლე მონაკვეთი გაავრცელა.
ჭოხონელიძე ''მძიმე კაცს'' სტუმრობდა და საუბრობდა, რომ მისი ნათლულები არიან მომღერლები ბერა ივანიშვილი, ნინი ბადურაშვილი და დათუნა სირბილაძე და კიდევ ბევრი სხვა, რომლებსაც საზოგადოება ჯერ არ იცნობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში თავიანთ თავს აუცილებლად წარმოაჩენენო.
იხილეთ სრულად