მაია ჯაბუას ქალიშვილის, მომღერალ ლიზა ყენიას სტატუსებს საზოგადოება დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.
თინეიჯერმა მომღერალმა, მართალია, თავიდან თამამი ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ უფროსი მამაკაცების კომენტარებით მიიქცია საზოგადოების ყურადღება, მაგრამ მოგვიანებით პოლიტიკურ თემებზე საკუთარი აზრი დააფიქსირა და რატომღაც ბევრი მისი ამ ნაბიჯითაც გაღიზიანდა.
ლიზა მალე პროექტ ''ერთი ერთში'' მიიღებს მონაწილეობას და უნდა, რომ საკუთარი შესაძლებლობები იმ ხალხსაც დაანახოს, ვინც მის ნიჭს სკეპტიკურად უყურებს.
მანამდე მაინც მისი პოლიტიკური სტატუსები იქცევს ყურადღებას. ლიზა რამდენიმე თვის წინ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა და ამით საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა; მოგვიანებით ვანო მერაბიშვილის განაჩენის შესახებ დაწერა საკუთარი მოსაზრება და კრიტიკოსები ამჯერადაც გამოჩნდნენ.
როგორც ჩანს, ლიზა ყენიას არ აინტერესებს კრიტიკოსების თავდასხმა და ამჯერად კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ეხმაურება:
იხილეთ სრულად