თბილისის პირველ სამშობიარო სახლში 56 წლის ქალმა იმშობიარა; მან გოგონა გააჩინა. დედისთვის ბარბარე პირველი შვილია.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისის პირველი სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორის, ზაზა ავალიანის განცხადებით, ეს არის უნიკალური შემთხვევა და ეს არის რეკორდი დედის ხანდაზმულობის მხრივ საქართველოში.
საქართველოში პირველი პრეცედენტია, როდესაც 50 წელს გადაცილებული ქალი შვილს აჩენს.
მასალის წყარო: interpressnews.ge