1 დღე: საუზმე: წიწიბურის ფაფა 200 გრამი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 100 გრამი სტაფილოს სალათა (1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთით შეზავებული), 1 ცალი ვაშლი.
ლანჩი: 150 გრამი უცხიმო, უშაქრო ხაჭო 1 სადილის კოვზ არაჟანთან ერთად, შავქლიავი და კურაგა 4-4 ცალი, უშაქრო ჩაი.
სადილი: 120 გრამი საქონლის მოხარშული ხორცი, 200 გრამ მოხარშულ ყვავილოვან კომბოსტოსთან ერთად, ასკილის ნაყენი.
სამხარი: 1 ცალი გრეიპფრუტი.
ვახშამი: 200 გრამი ყაბაყთან ერთად მოთუშული კომბოსტო, დარიჩინთან ერთად გამომცხვარი ვაშლი.
ძილის წინ: 1 ჭიქა 1-პროცენტიანი ცხიმიანობის კეფირი.
მეორე დღე
საუზმე: 200 გრამი "ჰერკულესის" ფაფა 1 ს/კ გაყინული კენკრით, 1 ჭიქა 0,5 პროცენტიანი ცხიმიანობის რძით.
ლანჩი: 200 გრამი ჭარხლისა და შავი ქლიავის სალათა 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთთან და დაცეხვილი პურის ორ ნაჭერთან ერთად.
სადილი: 100 გრამი კომბოსტოს სალათი პომიდვრითა (კიტრით) და მწვანილებით, 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთით შეზავებული. 150 გრამი ბოსტნეულის ფლავი ქათმის ფილესთან (70 გრამი) ერთად. სადილობიდან ნახევარი საათის შემდეგ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.
სამხარი: 2-პროცენტიანი ცხიმიანობის 100 გრამი ხაჭო 125 გრამ ბიოიოგურტთან ერთად.
ვახშამი: ორთქლზე მოხარშული 150 გრამი თევზის ფილე 200 გრამ ბარდასთან ერთად.
ძილის წინ: 1 ჭიქა 1-პროცენტიანი ცხიმიანობის კეფირი.
მესამე დღე
საუზმე: 2 კვერცხის ცილისა და ერთის გულის ომლეტი (შეგიძლიათ 1 ს/კ რძე დაუმატოთ). 100 გრამი ვაშლისა და სტაფილოს სალათი 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთით შეზავებული.
ლანჩი: 1 ვაშლი
სადილი: 100 გრამი ბოსტნეულის წვნიანი; 100 გრამი ქათმის ფილე 100 გრამ ბარდასთან ერთად.
სამხარი: 200 გრამი ჩაშუშული კომბოსტო ვაშლითა და სტაფილოთი, 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთით შეზავებული.
ვახშამი: 2-პროცენტიანი ცხიმიანობის 100 გრამი ხაჭო.
ძილის წინ: 1 ჭიქა 1-პროცენტიანი ცხიმიანობის კეფირი.
მეოთხე დღე
საუზმე: 50 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი 100 გრამ ბარდასთან და დაცეხვილი პურის ორ ნაჭერთან ერთად.
ლანჩი: ბოსტნეულის სალათი, 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთით შეზავებული. 150 გრამ დაცეხვილი პურთან ერთად.
სადილი: სტაფილოსთან ერთად მოთუშული კომბოსტო; 150 გრამი მოხარშული თევზი (ნაკლებცხიმიანი), სადილობიდან ნახევარი საათის შემდეგ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.
სამხარი: 30 გრამი ნიგოზი, 1 ცალი ვაშლი.
ვახშამი: 200 გრამი ხაჭო სტაფილოთი, შეზავებული 1 ს/კ 10-პროცენტიან არაჟანთან ერთად.
ძილის წინ: 1 ჭიქა 1-პროცენტიანი ცხიმიანობის კეფირი.
მეხუთე დღე
საუზმე: 4 ს/კ "ჰერკულესის" ფაფა 100 გრამ რძესთან და ჩირთან ერთად.
ლანჩი: 200 გრამი ბადრიჯნისა და ყაბაყის პიურე.
სადილი: 100 გრამი მოხარშული თევზი (ნაკლებცხიმიანი), 200 გრამი მოთუშული ბოსტნეული, 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთით შეზავებული. სადილობიდან ნახევარი საათის შემდეგ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.
სამხარი: 100 გრამი 2-პროცენტიანი ხაჭო.
ძილის წინ: 1 ჭიქა 1-პროცენტიანი ცხიმიანობის კეფირი.
მეექვსე დღე
საუზმე: 1 ცალი კარგად მოხარშული კვერცხი, 30 გრამი ყველია, 5 გრამი ბარდა.
ლანჩი: 1 ცალი გამომცხვარი კარტოფილი, 100 გრამი კომბოსტოს სალათი, 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთით შეზავებული.
სადილი: 150 გრამი ბარდის სუპი 100 გრამი მოხარშული ქათმის ფილე. 150 გრამი მოთუშული ყაბაყი სტაფილოსთან და დაცეხვილი პურის ორ ნაჭერთან ერთად.
სამხარი: 200 გრამი ცოცხალი ბოსტნეულის სალათი, შეზავებული 1 ს/კ 10-პროცენტიანი არაჟნით.
ვახშამი: 250 გრამი მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო 50 გრამ ხაჭოსთან ერთად.
ძილის წინ: 1 ჭიქა 1-პროცენტიანი ცხიმიანობის კეფირი.
მეშვიდე დღე
საუზმე: 200 გრამი დაღერღილი ხორბლის ფაფა. 50 გრამი მოთუშული სტაფილო ვალშთან ერთად.
ლანჩი: 1 ცალი ფორთოხალი.
სადილი: 200 გრამი ხორცთან ერთად მოთუშული კომბოსტო (ხორცი 70 გრამი უნდა იყოს). 1 ცალი ვაშლი.
სამხარი: 100 გრამი 2-პროცენტიანი ხაჭო, მწვანილი.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული თევზის ფილე. 150 გრამი ბარდა.
ძილის წინ: 1 ჭიქა 1-პროცენტიანი ცხიმიანობის კეფირი.
შეგახსენებთ, სასურველია, ყოველდღიურად არანაკლებ 2 ლიტრი წყალი სვათ. 1 ჭიქა სადილობამდე და 1 ჭიქა სადილობიდან ერთი საათის შემდეგ.