მსახიობი ხატია ბრაჭული სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა.
ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო სერიალში ის ბოზი თამუნას როლს თამაშობს, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, ოჯახი დაენგრა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახდა, თუმცა მერე შეუყვარდა და გათხოვდა. საკუთარი თავის შესახებ ხატია ambebi.ge-ს მკითხველს თავად უამბობს.
- 23 წლის ვარ, პროფესიით მსახიობი. სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, ჯავახიშვილში ვსწავლობდი აღმოსავლეთმცოდნეობაზე. პირველი ორი წელი ვერ ვაბარებდი თეატრალურში. პირველივე წელს, სანამ სწავლა დაიწყებოდა, ამიყვანეს "დეტექტივებში" მკვდრის როლზე. არანაირი გამოცდილება არ მქონდა, უბედნიერესი ვიყავი.
მდინარეზე იყო გადაღება, ციოდა, მაკანკალებდა. როცა დაინახა რეჟისორმა ჩემი დამოკიდებულება საქმისადმი, გაგიჟდა და ჩემთვის დაიწერა ტყუპების როლი. მე ვიყავი მუნჯი, ამისთვის მუნჯური ენაც კი მასწავლეს.
მეორე სეზონზეც ვითამაშე რუსკა ბუდილაძის როლი, რომელიც გაუპატიურების მცდელობის დროს შემოაკვდებათ. შემდეგ გადამიღეს ბათუმის კლიპში, იყო რეკლამები. ვიღაც ხომ ოცნებობს ჰოლივუდზე?
მე თეატრალურზე ვოცნებობდი და მესამე ცდაზე ჩავაბარე კიდეც. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. მეტყველების გამოცდაზე მოვიდნენ "ღამის შოუს" სტუდიიდან. სერიალისთვის "გოგონა გარეუბნიდან", ახალი სეზონისთვის ახალ გმირებს ეძებდნენ.
პირველად როცა დამირეკეს, მეგონა, არ ამიყვანდნენ და არ წავედი კასტინგზე. მეორედ როცა დამირეკეს, წავედი და ამიყვანეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ. პარალელურად, ვთამაშობდი სხვადასხვა ფილმსა და სპექტაკლში.
იხილეთ სტატია სრულად