ოზურგეთელ გოგონას, მარიკო აკობიძეს თბილისში, ერთ-ერთ მიკროავტობუსში მგზავრობისას თმა მოპარეს.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა მაიკო ღლონტმა აცნობა და ფაქტის შესახებ facebook-ის პირად გვერდზეც დაწერა.
"ჩემს მოსწავლეს სამარშრუტო ტაქსიში მოჰპარეს, არც მეტი, არც ნაკლები, თმა. უბრალოდ, მოაჭრეს ნაწნავი და წაიღეს. ასეთი რამ გაგიგიათ?" - წერს პედაგოგი "ფეისბუქში".
წყარო: guriismoambe.com