სახლის ტექსტილის მოდური ტენდენციების ლიდერმა კომპანია TAC-მა 10 დეკემბერს, 19:30 სთ-ზე, ვაჟა-ფშაველას №15-ში საქართველოში პირველი ოფიციალური შოურუმი გახსნა.
გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო ტექსტილის უახლესი კოლექციები და ექსკლუზიური ფასები. ასევე, გაიმართა გათამაშება და მოწვეულ სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
"არანაირი კომპრომისი ხარისხის ხარჯზე" – ამ ლოზუნგით TAC-ის მენეჯმენტი უკვე 40 წელია მოქმედებს და აერთიანებს მაღალი ხარისხისა და თანამედროვე კოლექციებით გამორჩეულ ისეთ ტექსტილის ბრენდებს, როგორებიცაა: TAC, Valeron, Pierre Cardin, Linens, Kristal, CASABEL, Brielle და ა.შ.
TAC-ის შოურუმებში, რომლებიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს უმაღლესი ხარისხის ფარდები, ზამთრისა და ზაფხულის საძინებლის გადასაფარებლები, პირსახოცები, სხვადასხვაგვარი აბაზანის ტექსტილი, სამზარეულოსა და საძინებლის ტექსტილი.
კომპანია ყოველ ახალ კოლექციას აწარმოებს მომხმარებლების მოთხოვნებისა და ასაკის გათვალისწინებით.
იგი სწრაფად ეხმაურება მოდის ინდუსტრიის თანამედროვე გამოწვევებს არა მხოლოდ ხარისხით, არამედ თანამედროვე დიზაინებით შექმნილი კოლექციებითაც, რომელსაც კომპანია წელიწადში ორჯერ ანახლებს.
TAC-ის კონცერნში წარმოებული ტექსტილი დიზაინისა და წარმოების შესაძლებლობების თანხვედრის შედეგად კონკურენციას უწევს ტექსტილის თანამედროვე მსოფლიო ბრენდებს.
ტექსტილის წარმოების დროს ყოველი მცირედი დეტალი წინასწარ გათვლილი და გათვალისწინებულია, რის შედეგადაც ხარისხი მუდმივად გარანტირებულია.
TAC-ის ტექსტილის უმაღლესი სტანდარტები დადასტურებულია სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ გამოცემული სერთიფიკატებით.
R