ეს დიეტა განტვირთვის დღეებისგან შედგება და მისი დიდხანს დაცვა კატეგორიულად არ შეიძლება!
პირველი დღე: 400 გრ ჯერ წყალში ჩამბალი (ღამით ასხამთ ცივ წყალს, ისე, რომ წიწიბურა დაფაროს; მეორე დღეს ხარშავთ) და შემდეგ მოხარშული წიწიბურა; 250 მლ რძე; 450 მლ მწვანე ჩაი.
მეორე დღე: 500 გრ ხაჭო; 500 გრ მწვანე ვაშლი, უკეთესია გამომცხვარი.
მესამე დღე: 500 გრ ბრინჯი; 1,5 ლ ტომატის წვენი უმარილოდ;
მეოთხე დღე: 400 გრ თევზი; მწვანე ბოსტნეული განუსაზღვრელი რაოდენობით.
მეხუთე დღე: 400 გრ ჩამბალი და შემდეგ მოხარშული წიწიბურა; 250 მლ რძე; 450 მლ მწვანე ჩაი;
მეექვსე დღე: 300 გრ მოხარშული ხორცი, უმჯობესია ხბოს ხორცი; 1 კგ მწვანე ბოსტნეული;
მეშვიდე დღე: 400 გრ ჰერკულესის ფაფა და 1 კგ ნებისმიერი ხილი.