რუსული საიტის, top-antropos.com-ის მიერ გამოქვეყნებულ ქართველი ლამაზმანების სიას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალურ ქსელში ზოგი ეთანხმებოდა რუსების გემოვნებას და ზოგიც აპროტესტებდა.
სიის ერთ-ერთ მოწინავე ადგილს თელაველი ლამაზმანი, მოდელი ლიკა მეტრეველი იკავებს. ლიკა გასულ წელს ''კომედი შოუს'' მსახიობ ვასო ფხაკაძის მეუღლე გახდა. წყვილი თებერვალში გოგონას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ლიკას რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ლიკა, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც გაიგე, რომ რუსეთში 36 ქართველ ლამაზ ქალბატონს შორის დაგასახელეს?
- ნამდვილად არ ვიცოდი, თუ რაიმე ''კონკურსი'' ტარდებოდა. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი იყო, მაგრამ თვითონ ფაქტი არ გამკვირვებია (იცინის).
იხილეთ სრულად: reitingi.ge