დიდთოვლობის გამო ათეულობით ტურისტი ყაზბეგშია ჩარჩენილი. მათ შორის არის ''კომედი შოუს'' მსახიობი მიშა ანდღულაძე, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შველას ითხოვდა და ამბობდა, რომ მაღაზიებში მხოლოდ სარეცხის ფხვნილი იყო დარჩენილი.
იხილეთ ფოტოგალერეა
ყაზბეგშია და თბილისში დაბრუნებას ვერ ახერხებს მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელიც სოციალურ ქსელში სასტუმროს საძინებელში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.
ზოგიერთ მეგობარს მისი შურს და კომენტარებში წერს, რომ ისიც დიდი სიამოვნებით ჩარჩებოდა ყაზბეგში და კარგად დაისვენებდა. ზოგიც კრისტის ფსიქოლოგის გაგზავნას სთავაზობს.
საწოლში გადაღებული ფოტოების მიხედვით ვერ მიხვდებით, ვისთან ერთად ისვენებს ყაზბეგში ჩარჩენილი მოდელი, მაგრამ როგორც მისი მეგობრები აღნიშნავენ, კრისტი ნებისმიერ გარემოში იდეალურად გამოიყურება.
ყაზბეგის სასტუმროში გადაღებულ კრისტის ცეცხლოვან და სექსუალურ ფოტოებს ვინც ნახავს, გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩება და მის მეგობრებს აუცილებლად დაეთანხმება კრისტის შეფასებაში.
იხილეთ ფოტოგალერეა