ბოლო დროს გაჩნდა საფუძვლიანი მოსაზრება, რომელიც უკანასკნელ კვლევებზეა დაფუძნებული, რომ თუ ადამიანი დღეში 1 ავოკადოს შეჭამს, სისხლში ქოლესტერინის დონე დაეწევა.
მაინც როგორ ახდენს ეს ტროპიკული ხილი ასეთ საგრძნობ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე? - მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ის შეცავს ვიტამინების უნიკალური ნაერთს, მინერალებს, უჯრედისს და ბევრ სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებას. ამერიკელმა მკვლევარებმა შეარჩიეს 21-დან 70 წლამდე ასაკის 45 ადამიანი, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებდათ, რათა დაკვირვებოდნენ მათ და ეპოვათ ქოლესტერინის დონის კლების ეფექტური მეთოდი.
შერჩეული ადამიანები დაყვეს 3 ჯგუფად და სხვადასხვა სახის დიეტა დაუნიშნეს. პირველი ჯგუფის დიეტაში შედიოდა დაბალი ცხიმიანობის შემცველი ხილი, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, დაუფქვავი მარცვლოვანი პროდუქტები - და ყველაფერი ეს ავოკადოს გარეშე.
ორი სხვა ჯგუფის დიეტაში შედიოდა ზომიერად მაღალი ცხიმიანობის შემცველი პროდუქტები. განსხვავება მე-2-სა და მე-3 ჯგუფის დიეტებს შორის იყო ის, რომ უკანასკნელს ემატებოდა დღეში 1 მთლიანი ავოკადო.
იხილეთ სტატის სრულად