თვლით, რომ ნაყინი მსოფლიოში ყველაზე გემრიელი დესერტია? - მაშინ აუცილებლად შეეცდებოდით მის სახლში მომზადებას. თუმცა "საშინაო" ნაყინის ზოგიერთი რეცეპტი საკმაოდ რთულია და მათი მომზადება დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს, მაგრამ არა ეს...
იხილეთ ვიდეო
ამ ვიდეოში თქვენ ისწავლით, როგორ მოამზადოთ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი დესერტი მხოლოდ და მხოლოდ 3 მარტივი ინგრედიენტის გამოყენებით! ამისთვის კი დაგჭირდებათ სულ 3 კოვზი ხსნადი ყავა, ნახევარი ჭიქა შესქელებული რძე და 600 მლ ცხიმიანი ნაღები.
დასაწყისისთვის ყავა რამდენიმე სადილის კოვზი წყლით გააზავეთ, შემდეგ ეს ნაზავი დაუმატეთ შესქელებულ რძეს და კარგად აურიეთ. ბოლოს კი ამ ყველაფერს დაუმატეთ ნაღები და კარგად ათქვიფეთ. მომზადებული მასა შედგით მაცივარში. რამდენიმე საათის შემდეგ კი დატკბით სახლში მომზადებული ნაყინის განუმეორებელი გემოთი!
იხილეთ ვიდეო