ვის აინტერესებს, რა არ გამოგდის, არ გიმართლებს. გგონია, ვინმე შეგიცოდებს, თუ შენ მაგივრად გააკეთებს რამეს? გინდა? გააკეთე! გინდა სამსახურის შეცვლა? შეცვალე! გინდა რამის სწავლა? ისწავლე! თუ რეპეტიტორებთან სიარულის დრო და გადახდის საშუალება არ გაქვს, ინტერნეტში უამრავი საიტია, სადაც უფასოდ მიიღებ ცოდნას.
ნუ გადაიხდი ზედმეტს
თანხის გარკვეულ რაოდენობას დაზოგავ, თუ ზოგიერთ საქმეს თავად შეასრულებ და სხვისი დახმარება და მით უმეტეს, ფულის გადახდა არ დაგჭირდება. დაალაგე სახლი, გადააკეთე კაბა, თავად გამოაცხვე ნამცხვარი. აბა, დაითვალე, რამდენს მოიგებ. მაგ ფულით უკეთეს რამეს შეიძენ.
არ იზარმაცო
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად 9-დან 18 საათამდე ოფიციალურად მუშაობენ და შემდეგ ისევ მუშაობენ ან ყოველდღიურად რამდენიმე საათს, ან კვირაში რამდენიმე საათს. იმისათვის, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ და არ იწუწუნონ მუდმივად უფულობასა და სიზარმაცეზე. ის, რასაც სამსახურში გიხდიან, შეგიძლია ისევე ხარჯო, როგორც ადრე ხარჯავდი, მაგრამ თუ დამატებით სამუშაოს შეასრულებ (ქსოვა, სამკაულების კეთება, ბავშვების მომზადება უცხო ენაში და ა.შ), შეგიძლია გადადო მანქანის საყიდლად, სამოგზაუროდ. დაითვალე, მთელი წლის მანძილზე რამდენს დააგროვებ.
უკეთესის ძიებაში
ნუ გგონია, უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ, პირდაპირ კაბინეტში გაგიშვებენ სამუშაოდ. გამოცდილების გარეშე მხოლოდ ძლიერი ნაცნობები თუ მოგიხერხებენ სამსახურში მოწყობას. უმჯობესია, მცირედით დაიწყო (შესაბამისად, მცირე ხელფასით). ამით გამოცდილებასაც მიიღებ, ნაცნობებსაც გაიჩენ და არც საწუწუნოდ გეცლება. სცადე, დარწმუნებული ვარ, გამოგივა.
არ უფრთხილდები იმას, რაც გაქვს
თუ ყოველდღიურად გამოსაყენებელ ნივთებს გაუფრთხილდები, ისინი უფრო მეტხანს გაგიძლებს და არც მოგიწევს დაუდევრობის გამო მათი ხშირ-ხშირად ცვლა. ამით კი საკმაო თანხას დაზოგავ.
ერთი და ხარისხიანი
ნუ გადაყრი ფულს უაზრობებში (უხარისხო სამოსი, მომწამვლელი საკვები, იაფფასიანი ნივთები). იყიდე ერთი და კარგი.
დაგეგმე
ხომ იცი, რომ ყოველ ზაფხულს დასასვენებლად უნდა წახვიდე? იანვრიდან დაიწყე ფულის მოგროვება. მცირე თანხა გადადე და ზაფხულისთვის ნაწილი თანხის უკვე შეგროვებული გექნება. ასე უმჯობესია, ვიდრე ვალებით დაისვენო და ნახევარი წელი იხადო. ყავის ქილაში დაიწყე მონეტების (ერთ და ორლარიანის) შეგროვება. ჩაყარე მორჩენილი ხურდა და რამდენიმე თვეში სოლიდური თანხა დაგიგროვდება.