გაციებისა და ხველის დროს რძისა და პროპოლისიდან ადვილად მოსამზადებელ, მაგრამ ეფექტურ საშუალებას გთავაზობთ.
დაგჭირდებათ: პროპოლისის 10-პროცენტიანი ნაყენი და 100 მლ რძე. ძილის წინ ცხელ რძეში ჩაუმატეთ პროპოლისის 20 წვეთი და დალიეთ 10 დღის განმავლობაში. სურვილისამებრ, პროცედურა შეგიძლიათ 4-6 თვის შემდეგაც გაიმეოროთ.
ეს ნაყენი არა მხოლოდ გაციების დროს გიშველით, არამედ დაღლილობასაც მოგიხსნით და გაღიზიანებასაც. აუმჯობესებს განწყობას და დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.
სკოლის ასაკის ბავშვებს რძიანი ჭიქის მესამედში 1-2 წვეთი პროპოლისის ნაყენი დაუმატეთ. შედეგს რამდენიმე დღეში შეამჩნევთ.
პროპოლისს სამკურნალოდ იყენებენ გასტრიტის, პანკრეასის, ღვიძლისა და კუჭის წყლულის დროს. მკურნალობისთვის პროპოლისიან რძეს (ძილის წინ 100 მლ რძე, 20 წვეთი პროპოლისი) 6 თვის განმავლობაში სვამენ.
პროპოლისი აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამშვიდებს ნერვებს.