თანამედროვე ცხოვრების წესი ადამიანის გარეგნობაზეც აისახება. როგორ უნდა ვიკვებოთ სამსახურში და რა ტიპის პროდუქტს მივანიჭოთ უპირატესობა, ვარჯიშმა შედეგი რომ გამოიღოს, ამის შესახებ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ელენე გიორგაძე გვესაუბრება.
- როგორ ვიკვებოთ სწორად სამსახურში?
- ეს დღეს საკმაოდ რთული პრობლემაა, რადგან ყოველთვის არის დროის პრობლემა და ჯანსაღი საკვებისთვის 21-ე საუკუნის საქმიანი ადამიანი ვერ იცლის. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულია ყველა სახის ელექტროტექნიკა და სოციოლოგიური წვდომა, მაინც დროის უკმარისობაა.
ასევე, ძალიან დიდ როლს თამაშობს სწრაფი კვების ობიექტების სწრაფი გავრცელება. ეს ხელს უწყობს, საბოლოო ჯამში, ჭარბი წონის ან სიმსუქნის ჩამოყალიბებას გამორჩეულად მაღალკალორიული საკვების გამო, რასაც დღეს უკვე მიხვდა ამერიკა და დაიწყო პრევენციული ღონისძიებების გატარება.
სიმსუქნის მაჩვენებელი, მით უმეტეს, ბავშვებში, საბოლოო ჯამში, დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის სოციო-ეკონომიურ მდგომარეობაზე, თუმცა არჩევანის გაკეთება ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სწრაფი კვების ნაწარმის ან ნებისმიერი ცომეულის მირთმევას სჭირდება ზუსტად იგივე დრო, რაც ხილის ან ნებისმიერი რძის პროდუქტის მირთმევას, რაც ბევრად უფრო სასარგებლოა ორგანიზმისათვის.
ასევე, თუ ჩვენი სამსახური დილიდანვე იწყება აქტიური გონებრივი თუ ფიზიკური დატვირთვით, უმჯობესია, ჩვენი საუზმე იყოს ამ დროს ნოყიერი, ხოლო სამსახურში წავიხემსოთ ხილით ან მივირთვათ ხაჭო-იოგურტი.
იხილეთ სტატია სრულად