1. არაქისი - ზოგიერთს ჰგონია, რომ არაქისი თხილივით სასარგებლოა, თუმცა, უნდა გაგაწბილოთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებრივი პროდუქტია, მის შესანახად პეტუნიის გენს იყენებენ, რაც საშინლად მომწამვლელი ნივთიერებაა.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ მწერები არაქისს არ მიირთმევენ.
2. წითელი ხიზილალა
მცირე დოზით და ადგილზე მირთმეული (მაგალითად, კამჩატკაზე, სადაც თევზი მოიპოვება და მისგან ხიზილალას ამზადებენ) გემრიელი და სასარგებლოც კია, რადგან იგი ომეგა 3-ითაა მდიდარი, მაგრამ ასეთი საშუალება ყველას არ აქვს. ხიზილალა მალფუჭებადი პროდუქტია. ტრანსპორტირებას ვერ იტანს, შესანახად უამრავ მომწამვლელ ნივთიერებას და მარილს უმატებენ. ამიტომ ნუ დაუჯერებთ ეტიკეტზე მითითებულ წარწერას ”ნაკლებმარილიანი”. სასარგებლო მასში ნაკლებია, აი, მომწამვლელი კი - საკმაოდ ბევრი.
3. საწუწნი კანფეტები
ძველად რომ კანფეტები იყიდებოდა და ”კოწახური” ერქვა, დღეს მასეთს ვერსად შეხვდებით. მწარმოებლები იერისა და გემოს შესანარჩუნებლად უმრავი შხამ-ქიმიკატით გაჯერებულ, ლამაზად შეფუთულ კანფეტებს გვთავაზობენ. როგორც ექსპერტები გვარწმუნებენ, კანფეტი საშიში პროდუქტია და მისი ბავშვებისთვის მიცემა ყოვლად დაშვებელია. თვალსაჩინოებისთვის კი ექსპერიმენტის ჩატარებას გვთავაზობენ: ოდნავ დასველებული საწუწნი კანფეტი სუფრაზე დადეთ და დაელოდეთ. კანფეტი სუფრას ამოწვავს და წარმოიდგინეთ, კუჭს რას უზამს?!
4. შებოლილი ძეხვეული
ზოგიერთი უკვე მიხვდა, რომ ძეხვი საერთოდ არ უნდა მიირთვას, რაც მისასალმებელია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავადაც ჭამენ და ბავშვებსაც აჭმევენ. სწორედ მათ გასაგონად გვინდა ვთქვათ, რომ შებოლილი და მოხარშული ძეხვები ორივე ერთნაირად სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.
5. შპროტი
ლატვიურ დელიკატესს ადგილობრივები არ ჭამენ, ყველაფერი ექსპორტზე გააქვთ, რადგან იციან, რომ შპროტი კანცეროგენურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ორგანიზმში გროვდება და შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. დაფიქრდით, გიღირთ მისი ჭამა?!
6. რძის პროდუქტები, რომლებსაც შენახვის დიდი ვადა აქვს
ალბათ, აღარც კი გახსოვთ, როგორ გამოიყურება ნამდვილი რძე, რომელიც მალფუჭებადი პროდუქტია. ჩვენს რეალურ ცხოვრებაში პასტერიზებული რძე იმდენად ბუნებრივადაა შემოჭრილი, რომ აღარ გვიკვირს, თუ რძე კვირობით ინახება. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ რძე, რომელიც 2 კვირაზე მეტხანს არ ფუჭდება, ანტიბიოტიკებითაა სავსე და რა აზრი აქვს მის დალევას?!
7. საზამთრო
ადრე საზამთრო ბაზარში აგვისტოს ბოლოს ჩნდებოდა. ახლა ხშირად გაზაფხულიდან და ზოგჯერ მთელი წლის მანძილზეც იყიდება. გირჩევთ, თავი შეიკავოთ და არ მიირთვათ იანვარში ქიმიკატებით მოწეული საზამთრო. საინტერესოა, თავად მწარმოებელი თუ მიირთმევს ასეთ საზამთროს, ან შვილებს თუ აჭმევს?!
8. ქათმის ხორცი
უკვე აღარავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მწარმოებლები ქათმებს ზრდის ჰორმონებით კვებავენ. ასეთი ხორცის ჭამა კი უფროსებისთვისაც საშიშია და ბავშვებისთვისაც.
9. მდნარი ყველი
ბაზარზე იმდენი საკვები პროდუქტია, რომ თითქოს, მდნარი ყველი აღარ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ რადგან ტონობით იწარმოება, ე.ი. მყიდველიც ჰყავს, რომლებმაც არ იციან, რომ კუჭი ვერ ამუშავებს ამ პროდუქტს.
10. გაზიანი სასმელები
უამრავჯერ დაიწერა გაზიანი სასმელების მავნებლობაზე. ისინი შაქრის, გაზისა და ქიმიის ნაერთის გარდა, არაფერს წარმოადგენენ. თუმცა, ვერც იმას გეტყვით, რომ მუყაოს ყუთის წვენებია სასარგებლო. მათ ნატურალურს ვერანაირად ვუწოდებთ. ”ნატურალური” მასში მხოლოდ ქიმია შეიძლება იყოს.