თუ მთელი არა, ნახევარი მსოფლიო მაინც "ოსკარების" ცერემონიალის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის ქვეშაა ჯერ კიდევ.
განსახილველ თემას რა დალევს, დაწყებული ფილმებით, დასრულებული ოსკაროსნების სამსახიობო ხელოვნებით, სამოსით და ვარცხნილობით, პუბლიკას ყველაფერი აინტერესებს. რაღა თქმა უნდა, ჩვენი საიტიც დაინტერესდა "ოსკარების" თემით და ამჯერად წლევანდელი წითელი ხალიჩის ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონების სიას გადავავლეთ თვალი.
მინდა გითხრათ, რომ საინტერესო კლასიფიკაცია გამოიკვეთა - როგორც გაირკვა, ცეცხლის სტიქია ლიდერობს. შვიდი ფავორიტიდან ორი ვერძის ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნება, ორი - მშვილდოსნის, ერთი კი ლომის ნიშნის წარმომადგენელია. ამ ოთხეულს აგვირგვინებს წყლის სტიქიის ორი ნიშანი - კირჩხიბი და მორიელი.
უმრავლესობაში ვერძები და მშვილდოსნები არიან. კირა ნაითლი და ლედი გაგა ვერძის ნიშნის ორი საუკეთესო წარომადგენელია. ლედი გაგას სწორი მიგნებაა "წითელი აქცენტები" საოსკარე იმიჯში - ვერძის ფერი, მოგეხსენებათ, წითელი გახლავთ, რასაც ვერ ვიტყვით კირა ნაითლის გარდერობზე, აშკარაა, რომ იგი უფრო "სასწორულ" ელემენტებს ატარებს.
იხილეთ სტატია სრულად