25 თებერვალს ლონდონში, Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე პოპ-დედოფალი მადონა კიბეებიდან დაგორდა.
მომღერალს არმანის გრძელი მანტია ჰქონდა მოსხმული და სცენაზე განთავსებულ კიბეზე იდგა. ერთ-ერთ მოცეკვავეს მისთვის ეს მანტია ეფექტურად უნდა მოეხსნა, თუმცა არ გამოუვიდა და მადონა პირდაპირ კიბეებიდან ჩამოაგდო.
დაცემის შემდეგ მადონამ სიმღერა შეწყვიტა, თუმცა გონს მალე მოვიდა და მისი გამოსვლა გააგრძელა. მოგვიანებით მადონამ ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარ "ინსტაგრამზე" გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მისი შესანიშნავი მოსასხამი ძალიან მჭიდროდ იყო შეკრული და ამ ფაქტის მიუხედავად, ის თავს მშვენივრად გრძნობს.