ძალიან ბევრი ქალი თვლის, რომ მამაკაცი ნებისმიერი ტიპის ქალისგან შეიძლება წავიდეს სხვადასხვა, ინდივიდუალური მიზეზის გამო. თუმცა ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არიან კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონები, რომელთან ერთადაც მამაკაცისთვის ხანგრძლივი ვადით ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ხშირად რთული და ზოგჯერ აბსოლუტურად აუტანელიც კია.
ასეთი ქალები მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბით, დომინანტობის სურვილით და გადამეტებული პრინციპულობით გამოირჩევიან, როგორც წესი, რის ხარჯზეც ძლიერი სქესის წარმომადგენელი დროთა განმავლობაში ასეთი ქალის გვერდით თავს უფუნქციოდ და არასაჭირო პერსონად მოიაზრებს... თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც.
არაერთი ასტროლოგის კერძო პრაქტიკაში ვხვდებით ქალებს, რომელთაც წარმატებული კარიერა აქვთ, ვიზუალურად შესანიშნავად გამოიყურებიან, ჭკვიანებიც არიან და ზომიერად განათლებულებიც, მაგრამ პირად ცხოვრებაში გამუდმებით უჩივიან პრობლემებს... რაღა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა კლასიფიკაცია მაინც შეიძლება შედგეს, ასეთი ტიპის ქალბატონებს შორის კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობს და რატომ:
ვერძი - ამ ნიშნით დაბადებულებს შორის საკმაოდ ხშირად ვხვდებით ქალებს, რომელთაც საშუალო ასაკამდე რამოდენიმე წარუმატებელი რომანი აქვთ საკუთარ ანგარიშზე მოგროვილი. შესაძლოა, ეს იყოს რამოდენიმე ქორწინებაც. ვერძის პრობლემა მისი ხასიათია - ხისტი, უტაქტო, ხშირად უკომპრომისო ვერძი ქალი მამაკაცისთვის ხანგრძლივი თანაცხოვრების მანძილზე აუტანელი შეიძლება გახდეს, მით უმეტეს, თუ იგი საყვარელ ქალს მარტოოდენ ოჯახის დედის და დიასახლისის როლზე "დააკავებს" და პროფესიული რეალიზაციის შანსებს მინიმუმამდე დაუყვანს.
კირჩხიბი - მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა იმ ასპექტშია რთული, რომ კირჩხიბმა ზედმეტად იცის მამაკაცის "ამოჩემება" - ამიტომ ქალი კირჩხიბების დიდ ნაწილს ურთიერთობა ერთი მიზეზით ენგრევა - მამაკაცს არ სურს გვერდით ჰყავდეს ქალი, რომელიც მისი "ოფიციალური დამკვირვებლის" სტატუსს იკავებს. არანაკლები პრობლემაა კირჩხიბის ეჭვიანობაც, რომელსაც იგი ხანგრძლივი გაბუტვით, ჭირვეულობით და სხვადასხვა ტიპის დრამატული საქციელით გამოხატავს. ეს ყველაფერი კი მამაკაცს ძალიან ღლის და აიძულებს, გაქცევით უშველოს თავს საბოლოოდ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge