როგორც წესი, ხილ-ბოსტნეულის უმეტესობა ვერ იტანს თერმულ დამუშავებას და ისინი უმი სახით უფრო სასარგებლოა, მაგრამ ეს წესი რამდენიმე მათგანზე არ ვრცელდება.
რომელ ბოსტნეულს "უყვარს" დამუშავება?
კომბოსტო
ეს ბოსტნეული დამჟავების შემდეგ უფრო სასარგებლოა, ვიდრე უმად. მისი მწნილი სამჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე უმად მირთმევის შემთხვევაში.
პომიდორი
პომიდორი ლიკოპენს შეიცავს, რომელიც თერმული დამუშავების შედეგად კი არ ნადგურდება, არამედ პირიქით, მისი კონცენტრირება და გამოთავისუფლება ხდება. ეს გახლავთ მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას ეწინააღმდეგება.
სტაფილო
მასში შემავალ ბეტა-კაროტინს დამუშავების შემდეგ უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე უმად. ამასთან, აუცილებელია, ცოტაოდენი ცხიმით მიირთვათ.
სრულად იხილეთ: gemrielia.ge