ახლა მოდაში მქრქალი პომადებია. მათი წასმა კი სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. ხუთი ცნობილი ვიზაჟისტი იდეალური ტუჩების ხუთ საიდუმლოს გვიმხელს.
1. ”მქრქალი პომადა ამ სეზონის ჰიტია. მოდების ჩვენების დაწყებამდე მოდელებს ტუჩებზე ჯერ ფანქარს ვუსვამ, შემდეგ ფუნჯით პუდრს გადავუსვამ, წავუსვამ პომადას, კიდევ ერთხელ გადავუსვამ პუდრის ფუნჯს და კიდევ ერთხელ, აკურატულად წავუსვამ პომადას. ეს მეთოდი დიდი ხნით შეგინარჩუნებთ პომადას ტუჩებზე” - გვირჩევს ცნობილი ვიზაჟისტი ლინ დისნოერი.
2. ”მქრქალი პომადა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, - ამბობს მაკიაჟის დიზაინერი კარიმ რახმანი. - ამ სეზონზე მოდაშია ვარდისფერი, ბორდოსფერი და წითელი ფერები. გირჩევთ, პომადა ტუჩებზე თითებით წერტილოვანი დარტყმებით წაისვათ და პომადის ფუნჯით კონტურები შეილამაზოთ”.
3. "არსებობს ერთი საიდუმლო, - ეს კონტრასტების თამაშია. თუ ტუჩებზე მქრქალი პომადა გისვიათ, თვალებზე ბზინვარე ჩრდილები უნდა გესვათ, - გვიხსნის მაკიაჟის სპეციალისტი ლოიდ სიმონდსი და აქვე გვაფრთხილებს. - მაგრამ არ გადააჭარბოთ. დღეს უპირატესობა ენიჭება სადა, მშვიდ მეიკაპს".
4. ”მბზინვარე ჩრდილები ახალგაზრდა გოგონას მოუხდება, მაგრამ ასაკოვანმა ქალმა არ უნდა გამოიყენოს, რადგან მბზინვარე ჩრდილი ნაოჭებს უფრო გამოკვეთს, - ამბობს სტილისტი ოლივიე ეშოდმეზონი. - საბედნიეროდ, მქრქალი პომადა ყველა ასაკის ქალს უხდება. თუ მქრქალი პომადა არ გაქვთ, მისი ყიდვა კი ვერ გაგირისკავთ, იგი შეგიძლიათ საკუთარი ხელით ”დაამზადოთ”. ტუჩებზე წაისვით ჩვეულებრივი პომადა და ტუჩებზე ოდნავ მიიდეთ თეთრი ხელსახოცი. აი, მოდური ეფექტიც მიიღეთ”.
5. ”ზოგიერთს ეშინია მქრქალი პომადის წასმის, რადგან ახსოვს დედებისა და ბებიების დროინდელი პომადა, რომელიც მშრალი იყო და ტუჩებზე არაკომფორტულ შეგრძნებას ტოვებდა. ერთწლიანი ცდის შედეგად ჩვენ მივიღეთ მქრქალი, მაგრამ საკმაოდ ტენიანი პომადა, რომელიც იდეალურად ჯდება ტუჩებზე", - ამბობს პარფიუმერული ქსელის არტ-დირექტორი ნიკოლია დეჟელი.
საგაზაფხულო დეფილეზე ვიზაჟისტებმა მოდელებს წითელი მქრქალი პომადა და ლურჯი ან ცისფერი ბზინვარე თვალის ჩრდილები წაუსვეს. თუ ასეთი მეიკაპ-ექსპერიმენტებისთვის მზად არ ხართ, გირჩევთ, წითელ მქრქალ პომადას შავი თვალის ფანქარი შეუთავსოთ. იგი ყველა დროის იდეალური მაკიაჟია.