აირჩიეთ ის სამკაული, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და წაიკითხეთ მისი ნომრის შესაფერისი მნიშვნელობა.
1. შავი ონიქსის საყურეები და მძივი ”მალეფისენტა”
ამ სამკაულის არჩევით თქვენ დაამტკიცეთ, რომ მიზანსწრაფულად მიიწევთ წარმატებისკენ. თუმცა, გარშემო მყოფების აზრს ყურადღებას არ აქცევთ და ზოგჯერ დაუფიქრებლადაც კი მოქმედებთ.
2. ლურჯი აგატის სამკაული ”ტიტანიკი”
ყოველთვის ჰარმონიისკენ მიისწრაფვით, მაგრამ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ და ემოციების გამოვლენაც გიხდებათ.
ხოლო, თუ ეს სამკაული კატეგორიულად არ მოგწონთ, რაღაცის მიმართ შიშს განიცდით, შეიძლება დეპრესიაშიც კი ხართ. რაღაცის გამო ნერვიულობთ და საკუთარ თავს დამშვიდების უფლებას არ აძლევთ.
3. ვერცხლისფერი სამკაული ”ალუმინის კიტრები”
თქვენ მიერ არჩეული სამკაული არც მუქი ტონალობისაა არც ნათელი, აბსოლუტურად ნეიტრალურია. თქვენზე შეიძლება ითქვას, რომ არ გსურთ საკუთარი თავის, გაცემა და ცდილობთ, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ. შეიძლება ან სტრესულ სიტუაციაში ხართ, ან თავს დაღლილად გრძნობთ.
ზოგჯერ სურვილი გიჩნდებათ გარშემო მყოფებს თავი არაორდინალური საქციელით დაამახსოვროთ. ხშირად საზოგადო საქმიანობაში ხართ ჩართული.
4. ქრიზოპრაზის მძივი ”დეინერისი”
ცვლილებებისადმი ხშირად გაქვთ საკუთარი აზრი და როგორც წესი, არავის ეთანხმებით, გიყვართ კამათი და მსჯელობა. გარშემო მყოფების სიმპათიის შესანარჩუნებლად იყენებთ საჩუქრებს, გარეგნობასა და ნიჭს. გიყვართ გარშემო მყოფებისთვის ბრძანებების გაცემა და მათთვის რჩევების მიცემა.
5. ვეფხვის თვალის სამკაული ”სავანა”
სადაც არ უნდა იყოთ, საკუთარი თავისა და გარშემ მყოფებისთვის მუდამ კომფორტის შექმნას ცდილობთ. ხშირად გაქვთ სურვილი დაისვენოთ, სიმშვიდე მოიპოვოთ. ზოგჯერ გგონიათ, რომ არასაკმარისად ავლენთ საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს.
6. ჟოლოსფერი აგატისა და შავი მარგალიტის სამკაული ”სადედოფლო”
მუდამ გამარჯვებისკენ ისწრაფვით. ბრძოლისუნარიანი ხართ და მუდამ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა გაეჯიბროთ და დაამარცხოთ მოწინააღმდეგე. საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ. იბრძვით და იმარჯვებთ და შეიძლება ითქვას, კარგი მადით გამოირჩევით, ტყუილად არასდროს ირჯებით, მხოლოდ გემრიელი ლუკმისთვის. ხალისიანი და სიცოცხლით აღსავსე პიროვნება ხართ, რომელსაც უყვარს აქტიური მოქმედება, სპორტი, წარმატებების მიღწევა.
7. აგატის სამკაული ”არაბესკა”
მუდამ ახლის ძიებაში ხართ. გიყვართ აღმოჩენები და მოგზაურობა. სურვილი გაქვთ ცხოვრება ერთ დიდ დღესასწაულოდ აქციოთ; მუდამ მხიარულ განწობაზე ხართ და მზად რომანტიკული თავგადასავლებისთვის.
ხოლო თუ ეს სამკაული არ გესიმპათიურებათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმედები, ოცნებები გაგიცრუვდათ.
8. საყურე და მძივი ”იასამნისფერი ოცნება”
ქალი, რომელიც ამ სამკაულს აირჩევს, განსაკუთრებული ინტუიციითა დაჯილდოებული. შეიძლება მაგიურ ძალასაც ფლობდეს და გარშემო მყოფების მოხიბვლა-მოჯადოება ჰქონდეს განზრახული. იგი ემოცირი ადამიანია და პროფესიით სამხატვრო სფეროში უნდა მოღვაწეობდეს.
ამ სამკაულს კიდევ ერთი საიდუმლო აქვს, ის, ვინც მას აირჩევს, შეიძლება დედობისთვის ემზადება.