იმისათვის, რომ დავზოგოთ ფული და დრო, თავად მოვამზადოთ ხალიჩის საწმენდი საშუალება. ეს ძალიან მარტივია და რაც მთავარია, ეფექტური.
მაშ ასე, დაგვჭირდება:
1 სუფრის კოვზი სოდა;
1/3 ჭიქა ძმარი;
ცხელი წყალი, ოღონდ არა მდუღარე;
1 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი;
ყველა ეს ინგრედიენტი მოათავსეთ პულვერიზატორიან ცარიელ ჭურჭელში, შეასხურეთ ხალიჩაზე, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც ლაქებია. შემდეგ გადაუსვით სუფთა, სველი ჩვარი.
ხალიჩა ახალივით იბზინებს.