დუკანის დიეტის სლოგანია: "ჭამე იმდენი, რამდენიც გინდა!". წონაში კლებისა და შენარჩუნების დიეტა 4 ეტაპად იყოფა:
1. მოკლე ფაზა, ანუ "შეტევა" შედეგის სწრაფად მიღწევაში დაგვეხმარება. იმისათვის, რომ სწრაფად დავიკლოთ წონა, ამ ფაზის დროს საჭიროა მივიღოთ პროდუქტები ცილების მაღალი შემცველობით.
2. მეორე ფაზა, "კრუიზი" გვეხმარება ჩვენი ნამდვილი წონის მიღწევაში. ამ ფაზის დროს ვანაცვლებთ სუფთა ცილისა და ცილოვან-ბოსტნეულის დღეებს.
3. მესამე ფაზა, "კონსოლიდაცია" გვაბრუნებს დაბალანსებული კვების რეჟიმში. დიეტის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება მიღებულ შედეგზე, ანუ რამდენად დავიკელით წონაში პირველ 2 ფაზაში: ყოველ დაკარგულ კილოგრამზე მესამე ფაზის 10 დღე მოდის. ეს გამოსაცდელი ვადაა, რომლის მიზანიც გახლავთ წონის დაფიქსირება. დიეტის ამ ეტაპზე ნელ-ნელა ვაბრუნებთ რაციონში ჩვენთვის ჩვეულ პროდუქტებს.
4. დასკვნითი ფაზა, "სტაბილიზაცია" – დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან წესებზე. ეს ეტაპი ერთდროულად მარტივიც არის და მნიშვნელოვანიც, რადგან მყარდება ის წონა, რაც დიეტის შედეგად მივიღეთ იმისათვის, რომ აღარ დაგვიბრუნდეს დაკლებული კილოგრამები.