ხშირად დაგროვილი კილოგრამების მიზეზი ჰორმონალური სისტემის მუშაობის დარღევაა. მეტაბოლური დიეტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოქმედი მეთოდია გახდომის მსურველთათვის.
ყველაფერი, რაც წონის დაკლების მექანიზმის ასამუშავებლად დაგჭირდებათ – იმ პროდუქტების არჩევაა, რომლებსაც ქულებით შეაფასებთ. იმისათვის, რომ უკეთ გასაგები გახდეს რაზეა საუბარი, თავდაპირველად ქულების სქემაზე ვისაუბროთ, რომლის მიხედვითაც პროდუქტების ღირებულებებს დავადგენთ.
პროდუქტები ნული ქულის ღირებულებით არის: კვერცხი, ინდაურის ფილე, ქათმის თეთრი ხორცი, ზღვის პროდუქტები (კალმარები, კრევეტები, მიდიები და სხვა…), ნებისმიერი სახეობის თევზი, სოკო, უმი ბოსტნეული, მწვანე ბარდა, მწვანილი, ყვავილოვანი კომბოსტო, მდოგვი, სანელებლები, ნიორი, ხახვი, ლაიმი, ლიმონი, პროტეინები; ყურძენი და ვაშლის ძმარი, რძის პროდუქტები (ცხიმიანობა 2%-მდე).
პროდუქტები ერთი ქულის ღირებულებით: კენკრა, ლობიო, ახალგამოწურული ბოსტნეულის წვენი.
პროდუქტები 2 ქულის ღირებულებით: მცენარეული ზეთები (ზეითუნის, სელის, მზესუმზირის, თხილის), მაგარნაჭუჭიანები (თხილი, ნუში, არაქისი, ნიგოზი, ფტა, "ფისტაშკები" და სხვა), მზესუმზირა, ჭარხალი და სტაფილო (მხოლოდ მოხარშული სახით), ძროხის, ხბოს, ცხვრის ხორცი, ზეთისხილი, ხილი (სასურველია მჟავე და მომჟავო-ტკბილი სახეობები), ფეტა, ბრინზა, წიწიბურა, შვრია, ველური ბრინჯი, ჭვავის პური, რძის პროდუქტები (ცხიმიანობა 4%-მდე).
პროდუქტები სამქულიანი ღირებულებით: ხორბლის, სიმინდის ფაფა, მყარი და მდნარი ყველის სახეობები, იოგურტები დანამატებით, მწარე შოკოლადი, ახალგამოწურული ხილის წვენები.
პროდუქტები 4-ქულიანი ღირებულებით: ყველა სახეობის ალკოჰოლური სასმელი, ლუდი, არაყი და სხვა. ასევე, დაფასოებული წვენები, კონსერვები ზეთში, მაიონეზი ნებისმიერი ცხიმიანობით, ძეხვეული, სალა, ღორის ხორცი, იხვი, ბატი, თეთრი ფქვილისგან მომზადებული პურ-ფუნთუშეული, მანანის ბურღული, კარტოფილი, ჩიფსი, ჩირი, თაფლი, შაქარი, რძიანი შოკოლადი, ნებისმიერი კანფეტი, მოხარშული რძე, ნაყინი, რძის პროდუქტები (4%-ზე მაღალი ცხიმიანობით).
ქულების თვლის გარდა, აუცილებელია შემდეგი პირობების შესრულება: სუფთა წყლის სმა (დღეში მინიმუმ 2 ლიტრის), სწორედ წყლის და არა ყავის, ჩაის, წვენებისა და სხვა სითხის.
პირველი ფაზის დროს ცხიმი მაქსიმალური სისწრაფით იწვება. ფაზის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10-14 დღეს. შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ დიეტის მეორე ფაზაზე. აუცილებლობის შემთხვევაში კურსის დამთავრებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება პირველი ფაზის გამეორება.
მეტაბოლური დიეტის მეორე ფაზა – "ცხიმის სტაბილური წვა". ეს დიეტის ძირითადი ფაზაა. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ ამ ფაზიდან, რადგან ამ დროს სტაბილურად და თანდათანობით დაკარგავთ წონას. მეორე ფაზის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. დაიცავით იქამდე, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ + რამდენიმე დღე მას მერე, რაც სასწორი სანუკვარ ციფრებს აჩვენებს.
დიეტის ამ ეტაპზე აუცილებელია იკვებოთ შემდეგი სქემით:
საუზმე 10-მდე – 4 ქულამდე
სამხარი 12.00 სთ-მდე – 2 ქულამდე
სადილი 15.00 სთ-მდე – 2 ქულამდე.
მეორე სამხარი 18:00 სთ-მდე – 1 ქულამდე
ვახშამი 20.00 სთ-მდე – 0 ქულამდე
მე-3 ფაზა – "წონის შენარჩუნება". ეს დასკვნითი ფაზაა მეტაბოლური დიეტის. წონის შენარჩუნება – ეს ჯანმრთელი კვებაა, რომლის დახმარებითაც სამუდამოდ დარჩებით მოხდენილი. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დიეტის მე-2 ფაზა თქვენი ცხოვრების სტილად აქციოთ. მე-3 ფაზის დროს ჰარმონიულად უნდა დაუმატოთ ქულები მე-2 ფაზის სქემას. ეს შემდეგნაირად უნდა მოახერხოთ:
თავდაპირველად უმატებთ ნებისმიერ საკვებს 1 ქულას და აკვირდებით თქვენს წონას. თუ ის დაბლა იწევს, კიდევ უმატებთ 1 ქულას (ასევე, საკვების ყველა მიღებისას). ასე აგრძელებთ იქამდე, სანამ წონა არ დარეგულირდება. შემდეგშიც აგრძელებთ ამ სქემით კვებას.