როგორ გგონიათ, მკვეთრად გამოხატული სიამაყე ადამიანის ხასიათში ნაკლია თუ ღირსება? ალბათ, ყველაფერშია საჭირო ზღვრის დაცვა.
სიამაყეც, მათ შორის, სავსებით შესაძლებელია, ამპარტავნობაში გადაიზარდოს, ან პირიქით, მისი არქონა გახდეს ინდივიდში მონური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების მიზეზი. ასტროლოგები თვლიან, რომ სამი ზოდიაქოს ნიშანი განსაკუთრებულად გამოირჩევა საკუთარი "ეგოს" მძაფრად აღქმით და მკვეთრად გამოხატული თავმოყვარეობით.
ლომი 98% - ალბათ, ყველაზე ამაყი და ამბიციურია მთელ თორმეტ ზოდიაქოს შორის. ამ ხალხს თავმოყვარეობასა და საკუთარ პრინციპებზე გადაბიჯება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როცა ვინმე გულწრფელად უყვართ, ისიც მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში და ვაი მაშინ, თუ ინტერესის ობიექტმა ეს ნაბიჯი ლომის მხრიდან ვერ დააფასა.
ლომები უზომოდ თავმოყვარე ინდივიდები არიან; მათთვის ვინმესთვის რაიმეს თხოვნა, მით უმეტეს, ხვეწნა-მუდარის გამართვა სიკვდილის ტოლფასია. ხშირად ისინი ძალიანაც იტანჯებიან ამ თვისების გამო, მაგრამ ზღვარს, რომელიც მათ სიამაყესა და ემოციებს შორის გადის, ბევრი ლომი კატეგორიულად არ არღვევს.
ვერძი 89% - ვერძის სიამაყე ძალზე "ხმაურიანად" ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის და ყველგან მზადაა, სახალხოდ დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა, იქნება ეს სამსახური, სასიყვარულო ფრონტი თუ მეგობრული კავშირები.
თუკი მას ამის საშუალებას არ მისცემთ, ან უფრო მეტიც, აიძულებთ, რომ მეორეხარისხოვანი როლით დაკმაყოფილდეს, მისგან დიდ "რევოლუციას" მიიღებთ და ამჯერად იგი აგრესიით შეეცდება თქვენთვის და მთელი სამყაროსთვის საკუთარი პერსონის უნიკალურობის დამტკიცებას. ვერძი ამაყია, თუმცა არა ბოღმიანი და ბუტია. ამიტომ მისი სიამაყე წამის მეასედში ქრება, თუკი თქვენ მის წინაშე გულწრფელად მოიბოდიშებთ და შერიგებას შესთავაზებთ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge