იძულების წესით ვინმესთვის საკუთარი სურვილების თავზე მოხვევა, რა თქმა უნდა, ერთობ არასახარბიელო და არაეთიკური საქციელია, თუმცა არსებობს პატარა და რაც მთავარია, უწყინარი ეშმაკობები, რომლებიც იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ პიროვნების ზოდიაქოს ნიშანი ვიცით, დაგვეხმარება, ამ უკანასკნელს საჩვენოდ რაიმე საქციელის ჩადენა ვაიძულოთ...
მაშ ასე, ვხსნით კარტებს:
ვერძს რომ რაიმე აიძულოთ, აუცილებელია უთხრათ, რომ ის ამას მაინც ვერასოდეს შეძლებს, ამიტომ არც კი სთხოვთ მას ამას - მერწმუნეთ, შეძლებს და თანაც, როგორ!
კუროს იძულების წესით ვერაფერს გააკეთებინებთ! თავი მოაჩვენეთ, რომ საერთოდ არ ეწინააღმდეგებით - ან უბრალოდ, გემრიელ სადილზე მიიპატიჟეთ, სადაც თხოვნის სახით გააჟღერებთ საკუთარ სურვილს. როცა კურო მაძღარია, ცხოვრება მშვენიერი ეჩვენება.
ტყუპისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევა რთულია. ის, რა თქმა უნდა, მოგისმენთ, მაგრამ წამის მეასედში დაივიწყებს იმას, რაც უთხარით. ამიტომ სასურველია, აზარტში ჩააგდოთ და რამე ისეთი სთხოვოთ, რაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შეგროვება-გავრცელება-გადამოწმების აუცილებლობას მოითხოვს. მერწმუნეთ, ცდუნებას ვერ გაუძლებს.
კირჩხიბის გამოსაწვევად აუცილებელია, საქმეში მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი ჩართოთ. უკეთეს შემთხვევაში, თხოვნა, რომელსაც მის მიმართ გააჟღერებთ, რაღაცით მაინც უნდა უკავშირდებოდეს კირჩხიბის ოჯახის ან ახლობლების ინტერესებს. თუკი რამე გამორჩენას ელის ამ მხრივ, კირჩხიბი სიამოვნებით გამოგიწვდით დახმარების ხელს.
ლომი გიჟდება სხვების დახმარებაზე, ოღონდ თხოვნა არა მეგობრულ-ძმაკაცურ ტონში, არამედ ჭეშმარიტი მთხოვნელის და "მააჯებელის" ამპლუაში უნდა გაჟღერდეს. თუკი ლომი დარწმუნდება, რომ მის იქით გზა არ გაქვთ, სიამოვნებით დაგეხმარებათ.
ქალწული ყოველთვის მერკანტილური კუთხით განიხილავს სხვისი დახმარების საკითხს. ამიტომ სანამ რამეს სთხოვდეთ ამ ადამიანს, აუცილებლად დაუფიქსირეთ ის, თუ რა მოგებას ნახავს იგი ერთობლივი თანამშრომლობის შემთხვევაში. უანგარო ქველმოქმედება ამ ხალხის სტილი არ გახლავთ.
იხილეთ სრულად: astrologi.ge