თქმა არ უნდა, ტყუილი ზოგადად დიდი იქნება ის თუ პატარა, ყოველთვის გარკვეულ ზიანს აყენებს ადამიანურ ურთიერთობებს და ერთი ბრძნული ანდაზის არ იყოს, მას "ფეხებიც ძალიან მოკლე აქვს" საიმისოდ, რომ სიცოცხლისუნარიანი იყოს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ისე ხდება, რომ ადამიანები ხშირად იტყუებიან გარემოებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, ზოგს იმის ჭკუა ჰყოფნის, რომ ჩადენილი მალევე აღიაროს, ზოგი კი მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობს ამ ტყუილის "გამართლებას"...
როგორები არიან ზოდიაქოს ნიშნები როცა იტყუებიან ან ვინ, როდის და რა შემთხვევაში იტყუება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ჩვენ გადავწყვიტეთ საინტერესო სტატისტიკა შემოგთავაზოთ:
ვერძი - იშვიათად იტყუება და არც საიმისო ნიჭი გააჩნია, რომ ბოლომდე დაიმახსოვროს საკუთარი ტყუილი. შესაბამისად, ძალიან მარტივად შეგიძლიათ მისი გამოტეხვა.
კურო - თავდაჯერებულად შეუძლია ტყუილის თქმა. თანაც ისე, რომ ვერასოდეს აიძულებთ აღიაროს დანაშაული. იტყუება მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში და უხალისოდ.
ტყუპი - ტყუილის თქმის ხელოვნებას პროფესიონალურ დონეზე ფლობს ლამის დაბადებიდან. მას შეუძლია ძალიან მსუბუქად და რაც მთავარია, ოსტატურად მოიტყუოს ისე, რომ სამომავლოდ მისი დადანაშაულება ამ საქციელში აზრად არავის მოუვა.
კირჩხიბი - დახვეწილი და წინდახედული მატყუარაა. ხშირად სავსებით გააზრებულად ამბობს ტყუილს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. თუმცა, სერიოზულ აფერაზეცაა წამსვლელი თუკი საქმე მისი ოჯახის წევრების კეთილდღეობას ეხება.
ლომი - სიამაყე არასოდეს აძლევს საშუალებას ღიად და უსინდიდოს იტყუებოდეს. თუმცა, უყვარს ტრაბახი და საკუთარ თავზე მოყოლილი ამბების მხატვრულად შელამაზება. არასოდეს იტყუება თვითგადარჩენის მიზნით ან მერკანტილური მოტივაციით.
ქალწული - წინდახედული და საოცრად ჭკვიანი მატყუარაა. მას შეუძლია სიცრუის მთელი ქსელი გააბას თქვენ გარშემო, თუკი რაიმე მისთვის მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევაში უშლით ხელს. თანაც ამას ისე იზამს, რომ სამხილები არასოდეს გეყოფათ მის დასადანაშაულებლად.
სრულად იხილეთ: astrologi.ge