ბათუმში "მაკულიტერატურის" აქცია დაიწყო. აქცია მისამართზე: დავით აღმაშენებლის #52 მიმდინარეობს.
მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი კილოგრამი მაკულატურა ერთი ლარის ღირებულების წიგნში გადაცვალონ. აქცია ბათუმში 27-დან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ამასთან, თბილისში, რვადღიანი აქციის ფარგლებში, 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩააბარეს, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა. პროექტმა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა. აქციის პირველი მასპინძელი ქუთაისი იყო. ბათუმის შემდეგ მაკულატურას ჩაიბარებენ: სენაკში, ხაშურსა და ყვარელში.
თბილისშიც და რეგიონებშიც აქციის დასრულების შემდეგ მაკულატურის ჩაბარების პუნქტები იმავე ადგილას გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა სტანდარტული პირობებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.makuliteratura.ge