ზედმეტ კილოგრამებს ყველა თავისებურად ებრძვის. შეზღუდვას ადამიანი რამდენიმე დღე უძლებს შემდეგ კი გაორმაგებული მადით მიირთმევს ყველაფერს.
იმისათვის, რომ ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ, სწორი კვებაა საჭირო. მენიუ მინერალებითა და ვიტამინებით უნდა იყოს გაჯერებული. ამასთანავე, კვირაში რამდენჯერმე 40-45-წუთიანი ვარჯიშია საჭირო.
არსებობს რამდენიმე წესი, რომლის დაცვითაც ზედმეტ კილოგრამებს მარტივად დაემშვიდობებით.
სეზონის მიუხედავად გამდიდრეთ რაციონი ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით.
შეარჩიეთ ისეთი სასმელები, რომლებიც არ შეიცავს შაქარს. იდეალური ვარიანტია წყალი. არანაკლებ 6 ჭიქისა დღეში.
უარი თქვით ცხიმიან და შემწვარ კერძებზე.
ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე.
აუცილებლად ჩართეთ რაციონში რამდენიმე სასარგებლო პროდუქტი:
განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვის სასმელი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ჭიქა მოცვი დააბლენდერეთ, დაუმატეთ რძე (სურვილისამებრ გაათხელეთ), ანანასის რამდენიმე ნაჭერი და 1 სადილის კოვზი თაფლი.
შვრიის ფაფა კენკრით: მოხარშეთ შვრიის ფანტელი წყალზე, ან ღამე მდუღარე წყალი დაასხით და გააჩერეთ. დილით დაუმატეთ კენკრა. განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვი და ქაცვი. ისინი მდიდარია ე და ც ვიტამინით. ისინი შეაჩერებენ ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესს და კარგ გავლენას იქონიებენ სახის კანზე.
დიეტური ომლეტი: ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხის ცილა; გემოვნებით დაუმატეთ სანელებლები და 2 წუთით გამოაცხვეთ ცხელ აირღუმელში.
სალათი მაკარონით: მიუხედავად იმისა, რომ მაკარონი საკმაოდ კალორიული პროდუქტია, დიეტის დროს მისი ჭამა შესაძლებელია. მთავარია დაიცვათ მოცულობა და სწორად მოამზადოთ. მოხარშეთ ჭიქის მესამედი მაკარონი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი შეურიეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ლორი, ბროკოლი, წითელი ტკბილი წიწაკა, ღვინის ძმარი, შეანელოთ შავი პილპილითა და ცოტა მარილით.
ეს კერძები საუკეთესოა დიეტის დროს. ასეთი კვებით სწრაფად და რაც მთავარია, გემრიელად დაიკლებთ.