კბილის პასტა საოცარი თვისებების მქონე პროდუქტია. მის შემადგენლობაში ხშირად შედის ეთერზეთები, პიტნისა და ევკალიპტის წვენი, მათეთრებელი საშუალებები.
სწორედ ამ ყოველივეს წყალობით, ის ბევრ სხვა სიტუაციაშიც სასარგებლოა, სადაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია მისი გამოყენება. არადა, გამოცდილი ხალხი ამბობს, რომ სწორედ კბილის პასტა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. აი, უჩვეულო, მაგრამ ეფექტური რჩევები:
ფერშეცვლილი ვერცხლი ახალივით იქნება, თუ კბილის პასტით გაწმენდთ. ფერსაც გაიახლებს და იპრიალებს კიდეც.
წყლის სათვალე კარგად იწმინდება ასევე, თუ მას შიგნიდან თხელ ფენად წაუსვამთ კბილის პასტას. წყლის ლაქები ხის ზედაპირზე რამდენიმე წუთში გაქრება, თუ კბილის პასტას გამოიყენებთ.
კბილის პასტით გაწმინდეთ მანქანის ფარები და შედეგს უცებ დაინახავთ.
ფორტეპიანოს კლავიშების საწმენდადაც შესანიშნავად გამოგადგებათ.
კარგად ებრძვის სახეზე მუწუკებს – ცოტა გადაისვით და დილისკენ აღარ გექნებათ.
ძველ კომპაქტ-დისკზე ნაკაწრების გასაქრობად კბილის პასტა გამოგადგებათ.
იხილეთ სრულად: mshoblebi.ge