"განო, ჩემო მეგობარო... ეს შენი და ბავშვების ახალი ბინაა. ეს იმიტომ, რომ შენ აღარაფერზე არ იფიქრო...
იფიქრო, რა თქმა უნდა, კოტეზე, მაგრამ იფიქრო ბავშვებზე და იმ პატარაზე, რომელსაც ელოდები... მე მინდა, ეს იყოს შენთვის ყველაზე ბედნიერი ბინა. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა შენი მეგობრები, ნოე სულაბერიძე და "არქი ჯგუფი". - ასე მიმართა ეკა ხოფერიამ განო მელითაურს იმ ბინიდან, რომელიც მალე განოს საკუთრება გახდება.
"განოს მინდა მოვუხადო ბოდიში, რომ ის წინააღმდეგი იყო რაიმე მსგავსი ტიპის ნაბიჯისთვის" - აღნიშნა ნოე სულაბერიძემ.
როგორც "არქი ჯგუფის" დირექტორმა აღნიშნა, ბინა, ფაქტობრივად, გამზადებულია და ძალიან მალე, დასრულებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ განო შეძლებს აქ გადმოსვლას.
დღეს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ეკა ხოფერიას შოუში მსახიობ კოტე თოლორდავას დედის ინტერვიუ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ორმოცი დღე გადის.
მსახიობი მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.