საზამთრო – ზაფხულის განუყოფელი ატრიბუტია. ეს დიდი ბაღჩეული მცენარე ერთნაირად უყვართ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს.
ის ერთ-ერთი იმ ხილთაგანია, რომელიც ცხელ დღეებში საოცრად აგრილებს და წყურვილს კლავს. მაგრამ კარგი საზამთროს არჩევა რთულია. ადვილი არ არის, გავარჩიოთ, მწიფე, ტკბილი, წვნიანი და ხრაშუნაა შიგნიდან ხილი, თუ მკვახე და უგემური.
იმისათვის, რომ ამ ზაფხულს დილემის წინაშე არ დადგეთ საზამთროს არჩევისას და თამამად იყიდოთ ეს არომატული ხილი, გთავაზობთ კარგი საზამთროს 8 ნიშანს. დაიმახსოვრეთ ისინი და აღარასოდეს იყიდით ცუდ და გადასაგდებ საზამთროს.