1. "საიდუმლო ბაღი" - დროდადრო გრძნობთ, რომ მცირე წარუმატებლობა თვითშეფასებას გიქვეითებთ. სანამ შოკოლადს ან სასმელს მიეძალებოდეთ ან ძველ შეყვარებულს შეეხმიანებოდეთ, რომელმაც არაერთხელ გატკინათ გული, გამოიყენეთ "საიდუმლო ბაღის" მეთოდი, სადაც ფსიქიკას "უმკურნალებთ".
"როცა სამყარო მას ძალებს ართმევს, ფრანგი ქალი საძინებელში იკეტება, იწყებს რომანის კითხვას ან იოგის ასანების კეთებას - გვირჩევს კეტ ჯეიმი კალანი, ავტორი წიგნის "ფრანგ ქალებს მარტოებს არ სძინავთ. - ფრანგ ქალს შეუძლია გაიხსენოს ჟან-კლოდი, ის დღე, როცა რომანტიკულ გარემოში ვნებიანად აკოცეს ერთმანეთს"... ამის შემდეგ დადებითი ენერგიით ივსება და საკუთარ თავს ისევ სასურველად გრძნობს.
"საიდუმლო ბაღი" შეიძლება იყოს საინტერესო წიგნი, რომელსაც მყუდრო კაფეში წაიკითხავს და სახლში ერთი საათით გვიან მივა, რაღაცნაირად შეცვლილი - წიგნის გავლენის ქვეშ მოქცეული.
"საიდუმლო ბაღის" არსებობა ერთ-ერთი ძლიერი მეთოდია. თუმცა, უმჯობესია, მის შესახებ არავის გაუმხილოს.
2. ლამაზი ნივთები
თქვენ მიეჩვიეთ, რომ ყოველდღიურად "ჩვეულებრივ" ნივთებს იყენებთ. ზოგჯერ ამის გამოც გიქვეითდებათ თვითშეფასება. უბრალოდ, გავიწყდებათ, რომ გაქვთ ლამაზი ნივთები. თუ ფრანგ ქალს ბებიამ ძვირფასი ჩაის სერვიზი უსახსოვრა, იგი მას ყოველდღიურად გამოიყენებს და არამარტო დღესასწაულებზე.
3. სხვების გამმხნევებელი
შეიძლება არ დაფიქრებულხართ, მაგრამ ყოველდღე გაქვთ შესაძლებლობა, ადამიანები გაამხნევოთ, ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. თქვენ შეიძლება თქვენზე უმცროსი ადამიანების დამრიგებელი, მაგალითი გახდეთ. ამიტომ, თუ სურვილი არ გაქვთ საკუთარი თავისთვის ან ქმრისთვის ლამაზად გამოიყურებოდეთ, გააკეთეთ ეს გარშემო მყოფებისთვის, რომლებისთვისაც ქალურობისა და მომხიბვლელობის მაგალითი იქნებით.
ფეხით სეირნობისას გარშემო მყოფებითაც უნდა აღფრთოვანდეთ და საკუთარი თავიც საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. შეგიძლიათ გამყიდველ მამაკაცს გაეკეკლუცოთ, სუნამოს მაღაზიაში ახალი სუნამო დატესტოთ, საფუნთუშეში გამყიდველ გოგონას გამოელაპარაკოთ და ა.შ. მთავარია, რომ შეგიძლიათ საკუთარი და გარშემო მყოფების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და მარტო ცხოვრების კი არა, მთელი სამყაროსიც.
4. უნიკალური "მე"
ფრანგების საიდუმლო იმაშია, რომ ისინი მუდამ კმაყოფილები არიან თავიანთი სილამაზით. ისინი მუდამ დარწმუნებულები არიან თავიანთ უნიკალურობაში. ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებენ საკუთარ "მეს". ცხოვრობენ საკუთარი სიამოვნებისთვის და არა ქმრის, შვილების, მეგობრების...
თქვენ შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის გამო სიგიჟეები ჩაიდინოთ, მაგრამ მის ნაცვლად ვერ იცხოვრებთ. საყვარელ მამაკაცს უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ. ამიტომ იყავით ისეთი, როგორიც ხართ, მუდამ...
5. ზომიერება ყველაფერში
ზოგჯერ რაღაცებზე უარს ამბობთ, მის ასანაზღაურებლად კი უარესს აკეთებთ. მაგალითად, მალავთ გრძნობებს ადამიანთან, რომელიც ნამდვილად მოგწონთ და როცა მარტო რჩებით, დარდობთ. დიეტაზე ხართ, მერე კი ერთბაშად მიეძალებით ტკბილეულს. ზომიერება უნდა დაიცვათ ყველაფერში. ნუ გახდებით იაფფასიანის კლიენტი, იცოდეთ თქვენი ფასი.
ყოველწუთიერად უნდა გრძნობდეთ საკუთარ მიმზიდველობას, სასურველობას. დააფასეთ თქვენი შინაგანი "მე". გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, კარგად ჩაიცვით (სადა კაბა შეგიძლიათ აქსესუარით "გამოაცოცხლოთ"), მოუარეთ სხეულს. დააფასეთ საკუთარი თავი და შეინარჩუნეთ თქვენი უნიკალურობა.