ამ დიეტას ექსპრეს-დიეტების რიგს მიაკუთვნებენ – მისი ხანგრძლივობა მაქსიმუმ 7 დღეა. ამ ხნის განმავლობაში უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
ყოველდღე უნდა სვათ 1,5 ლიტრი კეფირი – დიეტაში ეს ძირითადი პროდუქტია;
კეფირი არ ცვლის წყალს, ამიტომაც ეს უკანასკნელიც უნდა სვათ. თუმცა ჩაისა და ყავაზე, სჯობს, უარი თქვათ.
ყოველდღიურად კეფირის მიღებას შეგიძლიათ დაუმატოთ დაბალკალორიული ცილოვანი ან ნახშირწყლოვანი პროდუქტები.
მოერიდეთ შემწვარსა და ცხიმინ კერძებს. ასევე, უარი უნდა თქვათ ცომეულსა და ტკბილეულზე.
საკვების მიღების რაოდენობა მრავალჯერადი, კერძოდ კი, 6-ჯერადი უნდა იყოს და აჯობებს, თანაბარი შუალედები დაიცვათ მათ შორის. ბოლო კვება დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა იყოს.
დიეტის დასრულების შემდეგ არ შეიძლება მაშინვე კვების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ. დიეტიდან "გამოსვლა" თანდათანობით უნდა მოხდეს. ამიტომაც საგრძნობლად არ გაზარდოთ საკვების ულუფები. ასევე, ეცადეთ, მიირთვათ ნაკლები შემწვარი, ცხიმიანი და ტკბილი.
სამაგალითო მენიუ:
ყოველდღე – 1,5 ლ კეფირი.
დანამატების სახით:
პირველი დღე – უმარილო ბრინჯი.
მეორე დღე – წიწიბურა;
მესამე დღე – ხაჭო;
მეოთხე დღე – მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი;
მეხუთე დღე – ღუმელში გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი;
მეექვსე დღე – მხოლოდ წყალი და კეფირი (განტვირთვის დღე);
მეშვიდე დღე – ხილი (მაგალითად, მწვანე ვაშლი).
ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი "კეფირის" მენიუ წიწიბურას კერძით. ანუ რამდენიმე სუფრის კოვზ წიწიბურას დაასხით კეფირი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილისთვის წიწიბურა გაფუვდება და დარბილდება. ის საკვების ერთ მიღებაზე გამოგადგებათ.
რეკომენდაცია:
გაითვალისწინეთ, რომ კეფირის დიეტა არ არის რეკომენდებული, თუ გაქვთ კუჭის მომატებული მჟავიანობა.
ასევე იხილეთ:
"ანგელოზის დიეტა" - 13 დღეში მინუს 7-8 კილოგრამი