დაგჭირდებათ: კვერცხის ცილა, 3-4 წვეთი ჩაის ხის ზეთი (აფთიაქში იყიდება) და სახამებელი.
კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, თითქმის ბეზემდე, დაუმატეთ ჩაის ხის ზეთი და სახამებელი. საშუალო სისქის არაჟნის კონსისტენცია უნდა მიიღოთ. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. ჩამოიბანეთ გადადუღებული, თბილი წყლით. სახე გაწმინდეთ ტონიკით ან ლოსიონით და წაისვით კრემი.
სასურველია, ნიღაბი ძილის წინ გაიკეთოთ. კურსი 10 გაკეთებაა, ყოველ მეორე, მესამე დღეს. ერთ თვეში სახის იდელური კანი გექნებათ. სურვილის მიხედვით კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ, მხოლოდ სამი თვის შემდეგ.