1. მწვანე ჩაის ყინული. სასარგებლოა ნებისმიერი კანის ტიპისთვის. ატენიანებს და კვებავს. მოამზადეთ მწვანე ჩაი ჩვეულებრივი წესით, გააცივეთ და გაყინეთ.
2. საზამთროს ყინული. სასარგებლოა ნებისმიერი კანის ტიპისთვის. აგრეთვე, ატენიანებს და კვებავს. საზამთროს წვენი უნდა გაყინოთ. ყინულის სახეზე წასმის 15 წუთის შემდეგ სახე უნდა ჩამოიბანოთ.
3. დაფნის ნაყენის ყინული. სასარგებლოა ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ამცირებს ფორებს. აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და მოგიხსნით კანის სიწითლეს.
4. ლიმონის ყინული. ერთი ჭიქა მინერალური წყალი და რამდენიმე სადილის კოვზი ლიმონის წვენი ერთმანეში გადაურიეთ, ფორმებში ჩაასხით და გაყინეთ. ამცირებს გადიდებულ ფორებს.
5. ბალახეულის ყინული. ალოეს წვენს შეურიეთ სალბის ნაყენი და გაყინეთ. ეფექტიანია ცხიმიანი და ანთებებისადმი მიდრეკილი კანისთვის.
6. კარტოფილის წვენის ყინული დადებითად მოქმედებს პრობლემურ კანზე.
7. გვირილის ყინული. მოამზადეთ გვირილის ნაყენი, გააგრილეთ, მოათავსეთ ფორმებში და გაყინეთ. აქვს დამამშვიდებელი და ანთებსაწინააღმდეგო ეფექტი.
8. კირტის ყინული. გაყინეთ კიტრის წვენი 1:1-ზე შერეული მინერალურ წყალთან. სახის დაბანის ნაცვლად, ყინულით გაიწმინდეთ სახე.
ყინულის მაცივარში შენახვა 7 დღეზე მეტხანს არ შეიძლება. მოიმზადეთ ახალ-ახალი და ხშირად. ხილისა და ბოსტნეულის ყინულ კი სამ-ოთხ დღეზე მეტხანს ნუ შეინახავთ.
სახე ყინულით დილა-საღამოს უნდა გაიწმინდოთ. ყინულით მსუბუქი მასაჟიც უნდა გაიკეთოთ.
პროცედურის დასრულებისას სახე ხელსახოცით გაიწმინდეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
გამოიყენეთ ყინულის მხოლოდ ზედაპირი, გულს ნუ გამოიყენებთ.
გაფრთხილება, თუ სახეზე იარა, ანთებითი კერა ან კაპილარების ბადე გაქვთ, ყინულით სახეს ნუ გაიწმინდავთ.
აგრეთვე, დაუშვებელია, ყინულის წასმა უშუალოდ სახლიდან გამოსვლის წინ.